1. ხელშემკვრელი მხარეები იღებენ ვალდებულებას, ერთმანეთს თხოვნისამებრ გადასცენ:

ა) საგნები, რომლებიც გამოყენებულ იქნა დანაშაულის ჩადენისას, რომელიც იწვევს პირის გადაცემას წინამდებარე კონვენციის თანახმად, მათ შორის დანაშაულის იარაღი; საგნები, რომლებიც შეძენილ იქნა დანაშაულის შედეგად ან მისი ჩადენისათვის ჯილდოს სახით, ან/და საგნები, რომლებიც დამნაშავემ მიიღომ ამგვარად შეძენილი საგნების სანაცვლოდ;

ბ) საგნები, რომლებსაც სისხლის სამართლის საქმეზე შეიძლება ჰქონდეს მტკიცებულებითი მნიშვნელობა; საგნები გადაეცემა იმ შემთხვევაშიც, თუკი დამნაშავის გადაცემა შეუძლებელია მისი სიკვდილის, გაქცევის ან სხვა გარემოებათა გამო.

2. თუ თხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს, წინამდებარე მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საგნები ესაჭიროება როგორც მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმეზე, მათი გადაცემა შეიძლება გადაიდოს საქმის წარმოების დასრულებამდე.

3. გადაცემულ საგნებზე მესამე პირთა უფლება ძალაში რჩება. საქმის წარმოების დასრულების შემდგომ ეს საგნები უსასყიდლოდ უნდა დაუბრუნდეს მათ გადმომცემ ხელშემკვრელ მხარე