1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე სხვა ხელშემკვრელ მხარეებს ყოველწლიურად შეატყობინებს ცნობებს კანონიერ ძალაში შესულ გამამტყუნებელ განაჩენთა შესახებ, რომლებიც მისმა სასამართლოებმა გამოიტანეს შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეების წინააღმდეგ, გასამართლებულთა თითის ანაბეჭდების გადაცემითურთ.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე, სხვა ხელშემკვრელ მხარეებს მათი თხოვნით უსასყიდლოდ მიაწვდის ცნობებს იმ პირთა ნასამართლობის შესახებ, რომლებიც ადრე გაასამართლეს მისმა სასამართლოებმა, თუ აღნიშნული პირები სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში არიან თხოვნის გამგზავნი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზ