1. წინამდებარე კონვენცია ექვემდებარება მის ხელმომწერ სახელმწიფოთა მიერ რატიფიკაციას. სარატიფიკაციო სიგელები შესანახად გადაეცემა ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას, რომელიც ასრულებს წინამდებარე კონვენციის დეპოზიტარის ფუნქციებს.
2. წინამდებარე კონვენცია ძალაში შედის დეპოზიტარისათვის მესამე სარატიფიკაციო სიგელის გადაცემის დღიდან ოცდამეათე დღეს. იმ სახელმწიფოსათვის, რომლის სარატიფიკაციო სიგელი დეპოზიტარს გადაეცემა წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის შემდგომ, იგი ძალაში შევა დეპოზიტარისთვის სარატიფიკაციო სიგელის ჩაბარების დღიდან ოცდამეათე დღე