(1) [გასათვალისწინებელი დოკუმენტები] ამ მუხლის მიზნებისთვის, მხედველობაში მიიღება მხოლოდ რატიფიკაციის ან შეერთების ის დოკუმენტები, რომლებიც შესანახად გადაცემულია  28 (1) მუხლში მითითებული სახელმწიფოების ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციების მიერ და რომლებსაც აქვთ ძალაში შესვლის თარიღი 28 (3)  მუხლის შესაბამისად.

(2) [წინამდებარე აქტის ძალაში შესვლა] წინამდებარე აქტი ძალაში შევა სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როცა 28-ე მუხლში მითითებული ხუთი უფლებამოსილი მხარე შესანახად გადასცემს თავის  სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტებს.

(3) [რატიფიკაციისა და შეერთების ძალაში შესვლა] (a)  ნებისმიერი სახელმწიფოსთვის ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციისთვის, რომელმაც შესანახად გადასცა თავისი  სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტი წინამდებარე აქტის ძალაში შესვლამდე სამი თვით ან უფრო მეტი ხნით ადრე, წინამდებარე აქტი გახდება სავალდებულო წინამდებარე აქტის  ძალაში შესვლის თარიღში.

(b) წინამდებარე აქტი სავალდებულო გახდება ნებისმიერი სხვა სახელმწიფოსთვის ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციისთვის სამი თვის შემდეგ იმ თარიღიდან, როდესაც მან შესანახად გადასცა თავისი სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტი ან შეერთების დოკუმენტში მითითებულ ნებისმიერ შემდგომ თარიღში.

(4) [საერთაშორისო რეგისტრაციები, რომლებიც განხორციელდა შეერთებამდე] შეერთების პროცესში მყოფი სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ხოლო თუ ხელშემკვრელი მხარე წარმოადგენს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას – იმ ტერიტორიაზე, სადაც მოქმედებს ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულება – წინამდებარე აქტის დებულებები გამოიყენება იმ ადგილწარმოშობის დასახელებების ან გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართ, რომლებიც უკვე რეგისტრირებულია წინამდებარე აქტის შესაბამისად, შეერთების ძალაში შესვლის მომენტიდან, 7 (4) მუხლის, ისევე როგორც IV თავის დებულებების რომლებიც გამოიყენება mutatis mutandis. შეერთების პროცესში მყოფ სახელმწიფოს  ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას შეუძლია ასევე მიუთითოს, თავისი სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტისთვის თანდართულ განცხადებაში  15 (1) მუხლში მითითებული ვადის და მე-17 მუხლში მითითებული ვადების გაგრძელების შესახებ, რეგულაციებში განსაზღვრული პროცედურების შესაბამისა