(1) [მონაწილეობის უფლება] წინამდებარე აქტის 29-ე მუხლისა და ამ მუხლის (2) და (3) პუნქტების გათვალისწინებით;
(i) ნებისმიერ სახელმწიფოს, რომელიც არის პარიზის კონვენციის მხარე, შეუძლია ხელი მოაწეროს წინამდებარე აქტს და გახდეს მისი მხარე;
(ii) ორგანიზაციის ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოს შეუძლია ხელი მოაწეროს და გახდეს წინამდებარე აქტის მხარე, თუ იგი აცხადებს, რომ მისი კანონმდებლობა შეესაბამება პარიზის კონვენციის დებულებებს ადგილწარმოშობის დასახელებების, გეოგრაფიული აღნიშვნებისა და სასაქონლო ნიშნების შესახებ;
(iii) ნებისმიერ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას შეუძლია ხელი მოაწეროს და გახდეს წინამდებარე აქტის მხარე, იმ პირობით, თუ ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის მინიმუმ ერთი წევრი სახელმწიფო პარიზის კონვენციის მხარეა და იმ პირობით, თუ სამთავრობათაშორისო ორგანიზაცია აცხადებს, რომ იგი სათანადოდ უფლებამოსილია, თავისი შიდა პროცედურების შესაბამისად, გახდეს წინამდებარე აქტის მხარე და რომ, სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის დამფუძნებელი ხელშეკრულების თანახმად, მოქმედებს კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა.
(2) [რატიფიკაცია ან შეერთების] (1) პუნქტში მითითებულ ნებისმიერ სახელმწიფოს ან სამთავრობათაშორისო ორგანიზაციას შეუძლია შესანახად გადასცეს:
(i) სარატიფიკაციო დოკუმენტი, თუ მას ხელი აქვს მოწერილი წინამდებარე აქტზე; ან
(ii) შეერთების დოკუმენტი, თუ მას ხელი არ მოუწერია წინამდებარე აქტზე.
(3) [შესანახად გადაცემის თარიღი] (a) (b) ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სარატიფიკაციო დოკუმენტის ან შეერთების დოკუმენტის შესანახად გადაცემის თარიღს წარმოადგენს თარიღი, როდესაც მოხდა აღნიშნული დოკუმენტის შესანახად გადაცემა.
(b) სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის შესანახად გადაცემის თარიღი ნებისმიერი იმ სახელმწიფოსთვის, რომელიც წარმოადგენს სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოს და რომლის მიმართაც ადგილწარმოშობის დასახელებების ან გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვა შეიძლება მოპოვებულ იქნეს მხოლოდ იმ კანონმდებლობის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს შორის, იქნება ის თარიღი, როდესაც მოხდა ამ სამთავრობათაშორისო ორგანიზაციის სარატიფიკაციო ან შეერთების დოკუმენტის შესანახად გადაცემა, თუ ეს თარიღი უფრო გვიანდელია, ვიდრე ის თარიღი, როდესაც მოხდა აღნიშნული სახელმწიფოს დოკუმენტის შესანახად გადაცემა. თუმცა, ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება იმ სახელმწიფოებთან მიმართებაში, რომლებიც არიან ლისაბონის შეთანხმების ან 1967 წლის აქტის მონაწილეები და ზიანს არ უნდა აყენებდეს 31-ე მუხლის გამოყენებას ამ სახელმწიფოებთან მიმართებაშ