(1) [საგანი] ამ აქტის განხორციელების დეტალები განისაზღვრება რეგულაციებით.

(2) [ცვლილებები რეგულაციების გარკვეულ დებულებებში]

(a)  ასამბლეამ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ცვლილებები რეგულაციების გარკვეულ დებულებებში შევიდეს მხოლოდ ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ან მხოლოდ ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით.

(b)  იმისათვის, რომ ერთსულოვნად ან ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა აღარ გამოიყენებოდეს რეგულაციების რომელიმე დებულებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საჭიროა ერთსულოვანი თანხმობა.

(c) იმისათვის, რომ ერთსულოვნად ან ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნა მომავალში გამოყენებულ იქნაეს რეგულაციების რომელიმე დებულებაში ცვლილების შეტანის მიზნით, საჭიროა გადაწყვეტილების მიღება ხმების სამი მეოთხედის უმრავლესობით.

(3) [კოლიზია წინამდებარე აქტსა და რეგულაციებს შორის] წინამდებარე აქტისა და რეგულაციების დებულებებს შორის კოლიზიის შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება წინამდებარე აქტის დებულებებს.

თავი VI

გადასინჯვა და ცვლილე