(1) [უფლებათა დაცვის შესაძლებლობა] ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე საერთაშორისო რეგისტრაცია მთლიანად ან ნაწილობრივ შეიძლება გამოცხადდეს ბათილად მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბენეფიციარებს მიეცემათ თავიანთი უფლებების დაცვის შესაძლებლობა. ასეთი შესაძლებლობა ასევე უნდა მიეცეს 5(2)(ii) მუხლში მითითებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.
(2) [შეტყობინება, ჩანაწერის გაკეთება და გამოქვეყნება] ხელშემკვრელი მხარე საერთაშორისო რეგისტრაციის ბათილად ცნობის შესახებ აცნობებს საერთაშორისო ბიუროს, რომელიც საერთაშორისო რეესტრში გააკეთებს ჩანაწერს ბათილობის შესახებ და გამოაქვეყნებს მას.
(3) [დაცვა სხვა დოკუმენტების შესაბამისად] ბათილად ცნობა არ უნდა აყენებდეს ზიანს ნებისმიერი სხვა სახის დაცვას, რომელიც 10(2) მუხლის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს დასახელებას ან აღნიშვნას იმ ხელშემკვრელ მხარეში, რომელმაც ბათილად გამოაცხადა საერთაშორისო რეგისტრაცი