(1) [უარი საერთაშორისო რეგისტრაციაზე]

(a) რეგულაციებით განსაზღვრულ ვადაში, ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურმა ორგანომ შეიძლება აცნობოს საერთაშორისო ბიუროს მის ტერიტორიაზე საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედებაზე უარის თქმის შესახებ. უარის თქმის შესახებ შეტყობინება შეიძლება მომზადდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, ex officio, თუ მისი კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით;

(b) უარის შესახებ შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს უარის თქმის საფუძველი.

(2) [დაცვა სხვა დოკუმენტების შესაბამისად] უარის შესახებ შეტყობინება ზიანს არ უნდა აყენებდეს  ნებისმიერ სხვა ტიპის დაცვას, რომელიც შეიძლება 10 (2) მუხლის შესაბამისად მიენიჭოს ხელშემკვრელ მხარეში შესაბამის დასახელებას ან აღნიშვნას, რომელსაც შეეხება უარი.

(3) [დაინტერესებული მხარეებისთვის შესაძლებლობის მიცემის ვალდებულება] ყველა იმ პირს, რომლის ინტერესებსაც შეიძლება შეეხოს საერთაშორისო რეგისტრაცია, თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ  უნდა მისცეს გონივრული შესაძლებლობა კომპეტენტური ორგანოსგან მოითხოვოს საერთაშორისო რეგისტრაციაზე უარის თქმა და აღნიშნულის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა.

(4) [უარის რეგისტრაცია, გამოქვეყნება და შეტყობინება] საერთაშორისო ბიუროს საერთაშორისო რეესტრში შეაქვს ჩანაწერი უარისა და მისი საფუძვლების შესახებ. იგი აქვეყნებს უარს და უარის საფუძვლებს და უარის შესახებ შეტყობინებას უგზავნის წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს ან, თუ განცხადება შეტანილია უშუალოდ 5 (3) მუხლის შესაბამისად, ბენეფიციარებს ან მე-5(2)(ii) მუხლის მითითებულ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ასევე წარმოშობის ხელშემკვრელი მხარის კომპეტენტურ ორგანოს.

(5) [ეროვნული რეჟიმი] თითოეული ხელშემკვრელი მხარე იმ დაინტერესებულ მხარეებს, რომლებსაც შეეხებათ უარი, უზრუნველყოფს  სასამართლო და ადმინისტრაციული დაცვის ისეთივე საშუალებებით, რომლებიც ხელმისაწვდომია მისი მოქალაქეებისთვის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის დაცვაზე მიღებულ  უარყოფით გადაწყვეტილებასთან მიმართებაშ