(1) [დაცვის შინაარსი] წინამდებარე აქტის დებულებების გათვალისწინებით, რეგისტრირებულ ადგილწარმოშობის დასახელებასთან ან რეგისტრირებულ გეოგრაფიულ აღნიშვნასთან მიმართებაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს სამართლებრივ საშუალებებს, რათა თავიდან აიცილოს:
(a) ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენება
(i) იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც იმავე ტიპისაა, როგორიც ის საქონელი, რომელზეც ვრცელდება ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, და რომელიც არ არის წარმოშობილი წარმოშობის გეოგრაფიულ ადგილზე ან არ აკმაყოფილებს ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების სხვა შესაბამის მოთხოვნებს;
(ii) იმ საქონელთან მიმართებაში, რომელიც არ არის იმავე ტიპის, როგორიც ის საქონელი, რომელზეც ვრცელდება ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა, ან მომსახურებასთან მიმართებაში, თუ ამგვარი გამოყენება მიუთითებს ან გულისხმობს კავშირს ამ საქონელსა თუ მომსახურებასა და ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის ბენეფიციარებს შორის და სავარაუდოდ ზიანს მიაყენებს მათ ინტერესებს, ან შესაბამის ხელშემკვრელ მხარეში ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეპუტაციის გამო, ამგვარი გამოყენება სავარაუდოდ შელახავს, ან უსამართლო გზით შეასუსტებს ამ რეპუტაციას, ან შესაძლებელს გახდის ამ რეპუტაციიდან არაკეთილსინდისერი სარგებლის მიღებას;
(b) ნებისმიერი სხვა პრაქტიკა, რომელმაც შეიძლება შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებლები საქონლის ბუნების, ნამდვილი წარმომავლობის ან წყაროს შესახებ.
(2) [დაცვის შინაარსი გამოყენების გარკვეულ ტიპებთან მიმართებაში] (1)(a) პუნქტი ასევე ვრცელდება ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენებაზე, რომელიც მისი იმიტაციის ტოლფასია, მაშინაც კი, თუ მითითებულია საქონლის ნამდვილი წარმომავლობა, ან თუ ადგილწარმოშობის დასახელება ან გეოგრაფიული აღნიშვნა გამოიყენება თარგმნილი ფორმით, ან თან ახლავს ტერმინები, როგორიცაა „სტილი“, „ტიპი“, „სახეობა“, „წარმოებული“, „იმიტაცია“, „მეთოდი“, „როგორც იწარმოება“, „მსგავსი“, „ანალოგიური“, სხვა
[1].
(3) [გამოყენება სასაქონლო ნიშანში] 13(1) მუხლის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარე ex officio, თუ მისი კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლევა, ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნით, თავისი მოვალეობების შესაბამისად უარს იტყვის რეგისტრაციაზე, ან გააუქმებს უფრო გვიანდელი სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას, თუ სასაქონლო ნიშნის გამოყენება გამოიწვევს ამ მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებულ ერთ-ერთ შემთხვევა