ა) მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) დამზადებული მწვანე ნარგავების ადგილწარმოშობის ცნობის შევსება ხდება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე გადაზიდვაზე პასუხისმგებელ, დაინტერესებულ პირზე;
ბ) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, დოკუმენტის ხელმოწერით დამოწმების შემდეგ ერთი ეგზემპლარი რჩება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ მართვის ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს (გადამზიდავს);
გ) დაუშვებელია დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაფუჭებული ფორმის ჩაბარება მოხდება მის გამცემ ორგანოში;
დ) დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემდეგ, მართვის ორგანოს მიერ დოკუმენტი გაიცემა თავიდან;
ე) დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზ