1. გადაბელვა ნიშნავს ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორებას.

2. გადაბელვით ღონისძიებებს გააჩნია ნეგატიური შედეგები:

ა) გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება;

ბ) გადაჭრის ადგილებში კვდება ხის ქერქი და იწყება ლპობის პროცესი;

გ) წონასწორობა ფესვებსა და ხის ღეროს შორის ირღვევა, რაც იწვევს ფესვების კვდომას და ვითარდება სოკოვანი დაავადებები;

დ) გადაბელვის შედეგად ამოყრილი ტოტები ხასიათდებიან არამდგრადობით და ხდება მათი ხის ღეროსთან შეერთების ადგილებში გადატეხვა, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის გარემოს.

3. გადაბელვა დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა, მართვის ორგანოს დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზ