1.
გადაბელვა ნიშნავს ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორებას.
2.
გადაბელვით ღონისძიებებს გააჩნია ნეგატიური შედეგები:
ა)
გადაბელვის ადგილებში წყდება საკვები მინერალებით მომარაგება;
ბ)
გადაჭრის ადგილებში კვდება ხის ქერქი და იწყება ლპობის პროცესი;
გ)
წონასწორობა ფესვებსა და ხის ღეროს შორის ირღვევა, რაც იწვევს ფესვების კვდომას და ვითარდება სოკოვანი დაავადებები;
დ)
გადაბელვის შედეგად ამოყრილი ტოტები ხასიათდებიან არამდგრადობით და ხდება მათი ხის ღეროსთან შეერთების ადგილებში გადატეხვა, რაც თავისთავად საფრთხეს უქმნის გარემოს.
3.
გადაბელვა დაუშვებელია, გარდა გადაუდებელი აუცილებლობისა