ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №13/26 |
|
2016 წლის 27 ივლისი ქ. ფოთი |
ა) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და
აღდგენის წესი (დანართი №1);
ბ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი
(დანართი №2);
გ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების
დოკუმენტი (დანართი №3);
დ) ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხეების მოვლისა და სხვლა- ფორმირების
წესი (დანართი №4; ნახაზები - დანართ(ებ)ი №5-7.);
ე) დანართ(ებ)ი №8-9.
|
მოვლისა და აღდგენის წესი
ბ)აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.
გ)გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა;
დ)გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
ე)დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი;
ვ)ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე;
ზ)ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე;
თ)კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი;
ი)მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები;
კ)მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული;
ლ)მოსაჭრელი ხის ადგილი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის მოჭრა - დამზადება;
მ)მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
ნ) მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა;
ო)მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება;
პ)ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები;
ჟ)ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე;
რ)მუნიციპალური სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება . სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი;
ს)სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა;
ტ)ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე;
უ)ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი;
ფ)ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა;
ქ)ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია;
ღ)რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
ყ)დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა-ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.
შ)დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).
ჩ)დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მიერ.
ც)გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.
ძ)უფლებამოსილი ორგანო-ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მშენებლობის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სამსახური.
წ)საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.
ჭ)სპორტული პარკი (სტადიონი) – მწვანე მასივის, სადაც თავმოყრილია სპორტული მოედნები და სხვადასხვა სახის ნაგებობანი სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისათვის.
ხ)ბაღი – მწვანე მასივი გამოიყენება მოსახლეობის დასვენებისათვის და ზოგიერთი სახის კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებისათვის.
ჯ)სკვერი – ქუჩისა და მოედნის გამწვანებული ნაკვეთი, გამოიყენება ხანმოკლე დასვენებისათვის და ხშირ შემთხვევაში ადგილმდებარეობის არქიტექტურულ-დეკორაციული გაფორმებისათვის.
ჰ)ხეივანი – გზის ორივე მხარეს დარგული ხეები, ფეხით მოსიარულეთათვის საჩრდილობელი. ხეივანი შეიძლება იყოს ერთ, ორ და სამმწკვრივიანი, ღია და დახურული.
ჰ.ა)ბულვარი – ქუჩის სავალი ნაწილის შუა ღერძზე გამწვანებული ზოლი. ბულვარში დაშვებულია დეკორატიული ხასიათის ნაგებობის მოწყობა.
ჰ.ბ)ქუჩისა და გზისპირა ნარგაობა – გზის სავალი ნაწილის ტროტუარის გასწვრივ მწკრივში დარგული ხეებისა და ბუჩქების ზოლი. ნარგაობის დანიშნულებაა ქუჩის სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, ზაფხულის ჩრდილისაგან თავისი ჩრდილით დაიცვას ქუჩაში მოსიარულენი. ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარს შორის ეწყობა ბუჩქოვანი მცენარეების, ყვავილების ან მწვანე მოლის ზოლი (გაზონი).
ჰ.გ)შიდაკვარტალური ნარგაობა – ეწყობა მოსახლეობის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გასაუმჯობესებლად და შენობათა შორის მოქცეული მიწის ნაკვეთის მხატვრული გაფორმების მიზნით. დასახლების განაშენიანების ფართობის მიხედვით ეწყობა, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნები და გართობა-დასვენების კუთხეები.
ჰ.დ)ბოტანიკური ბაღი და დენდროპარკი - მწვანე მასივში მცენარეები განლაგებულია მათი წარმოშობის სისტემატური ან გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით და გათვალისწინებულია კულტურულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის მემცენარეობაში (მცენარეთა აკლიმატიზაცია, მცენარეთა სისტემატიკა, მცენარეთა გეოგრაფია, ბოტანიკა, დენდროლოგია და სხვა).
ჰ.ე)ზოოლოგიური პარკი და ბაღი – მწვანე მასივში სპეციალურ ნაგებობებში მოთავსებული ცხოველთა სამყაროს წარმომადგენლები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-საკვლევი ბაზა.
ჰ.ვ)ტყე-პარკი – დასახლებული ადგილების მოშორებით არსებული მწვანე მასივი. ტყე-პარკი განკუთვნილია დასვენებისა და სპორტისათვის.
ჰ.ზ)მწვანე ზოლი – დასახლებული ადგილების ირგვლივ გაშენებული მწვანე ნარგაობა, ქარის დაცვის, ჰავის გაუმჯობესების და მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით.
ჰ.თ) მოვლითი ჭრა ქალაქის გამწვანებაში - ქალაქის გამწვანებაში არსებული მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარების და დეკორატიული მიზნით ჭრა.
ჰ.ი)დათვალიერების აქტი – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება.
ა) რჩეული ხეები – უნდა მიეკუთვნოს ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან მაქსიმალურად გაწმენდილი ხეები კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული ხეების გამოვლენა ხდება გამოხშირვითი ჭრის ხნოვანების პერიოდში;
ბ) დამხმარე ხეები – უნდა მიეკუთვნოს ის ხეები, რომლებიც ხელს უწყობენ რჩეული ხეების ღეროს გაწმენდას ტოტებისაგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებასა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას;
გ) მავნე ხეებს უნდა მიეკუთვნოს:
გ.ა) ხეები, რომლებიც ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხეები;
გ.ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული ხეები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი ხეები კორომში არ ასრულებს სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას ან/და მათი მოჭრით არ შეიქმნება დიდი ფანჯრები;
გ.გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობები, თუ ისინი ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას და მათი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0.5 სიხშირემდე დაბლა დაყვანას.
ა) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების არსებობისას აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეღობვა ძოვებისაგან დაცვის მიზნით;
ბ) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის არადამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების პირობებში ფართობის მთლიანი შეღობვა, ნიადაგის აჩიჩქნა (ფართობის დაახლოებით მესამედზე 8-10 სმ სიღრმით), აგრეთვე შეღობილ ფართობზე სასურველი სახეობის თესლის შეთესვა ბაქნებსა და ზოლებზე (ფართობის დაახლოებით მესამედზე ან უფრო მეტზე, საჭიროების მიხედვით).
ა) ნათესარი;
ბ) ნერგი;
გ) კალამი;
დ) ფესვის ნაბარტყი.
ა) მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტის შევსება ხდება თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე ან გადამზიდავ დაინტერესებულ პირზე.
ბ) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი ივსება ორ ეგზემპლარად, დოკუმენტის დამოწმების შემდეგ ერთი ეგზემპლარი რჩება დოკუმენტის დამოწმებაზე უფლებამოსილ ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დაინტერესებულ პირს (გადამზიდავს).
გ) დაუშვებელია დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში გაფუჭებული ფორმის ჩაბარება მოხდება მის გამცემ ორგანოში.
დ) დოკუმენტის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, დაინტერესებული პირის წერილობითი მიმართვის შემდეგ, უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტი გაიცემა თავიდან.
ე) დოკუმენტის ფორმა ივსება ქართულ ენაზე.
მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისი
მუნიციპალიტეტის _________________ ____ ____________ 20 წ ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნმა _______________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ადგილზე გასვლით შესწავლილ იქნა მწვანე ნარგავების ადგილმდებარეობა (დაინტერესებული პირის არსებობის შემთხვევაში-განცხადება) და დადგინდა შემდეგი: _______________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________________ ფართობი ------- ჰა; ჭრის სახე --------------------------;
აღრიცხვის მეთოდი ----------------------;
მოსაჭრელი ხეების ადგილის კოორდინატები X ---------------;Y----------------;
აღრიცხვის უწყისის შემდგენი :
1. _________________________________________ 2. _________________________________________ 3. _________________________________________ 4. ___________________________________________ ბ.ა. |
დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი
N ----------
1. დაინტერესებული პირი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(იურიდიული ან ფიზიკური პირი, პირადი/საიდენტიფიკაციო ნომერი, მისამართი;
წარმომადგენლის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მინდობილობის გაცემის თარიღი, ნომერი)
2. მწვანე ნარგაობის სახეობა (ჯიში)–––––––––––––––– მოცულობა კბმ ––––––––
3.გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––
4. სატრანსპორტო საშუალება: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი)
5. გადამზიდავი პირი: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
6. დაინტერესებული პირი: ხელმოწერა -------------------------------
7. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი ––– სთ. ––– წთ. “––––” “–––––“ 20–– წელი.
8. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირი:
სახელი, გვარი ––––––––––––––––––––– ხელმოწერა –––––––––––– ბ. ა.
ა) ფორმირებითი სხვლა;
ბ) სანიტარიული სხვლა;
გ) გამაახალგაზრდავებელი სხვლა.
ბ) ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ხის ვარჯის შემცირება დასაშვებია მისი (ვარჯის) სიმაღლის 20 % - ის ოდენობით, რათა მან შეძლოს შემდგომი განვითარება.
გ) დაზიანების არსებობის შემთხვევაში დაზიანებული ტოტები უნდა მოიჭრას, ხოლო დაუზიანებელი ნაწილი მოჭრილი ნაწილის პროპორციულად გაისხლას.
დ) ტოტები უნდა მოიჭრას დასატოვებელ ტოტთან, რომლის დიამეტრიც, მოჭრის ადგილას, მოსაჭრელი ტოტების დიამეტრის დაახლოებით 1/3 უნდა შეადგენდეს.
ე) ახალი ამონაყრები, მოძრაობის უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, უნდა განცალკევდეს ან დამოკლდეს.
ვ) ჭრა უნდა შესრულდეს არსებული ჭრის ადგილიდან ზევით, მაგრამ არა დაზიანების შედეგად არსებული ჭრილობის შეხორცების ადგილას.
ზ) ეგრეთ წოდებული "მკურნალობა" უნდა ჩატარდეს სისტემატურად, ყოველ 3- 5 წელიწადში ერთხელ;
თ) ჭრები ისე უნდა განხორციელდეს, რომ წლების მანძილზე ჩამოყალიბდეს ახალი ვარჯი, რომელიც გვერდითი ტოტებიდან ან სხვა მიძინებული კვირტებიდან აღმოცენდება.
ნახაზი: 2
ნახაზი: 4
ნახაზი: 5
ნახაზი: 6
ნახაზი: 7
|
იზოლირების თვისება |
დაზიანების ანდა ლპობის შედეგად წარმოქმნილი ადგილის, ჯანმრთელი ქსოვილისაგან იზოლირების თვისება.
|
|
წვრილი ტოტი |
ტოტი, რომლის დიამეტრი 1- დან 3 სმ -მდეა. |
|
სუსტი ტოტი |
ტოტი, რომლის დიამეტრი 3- დან 5 სმ -მდეა. |
|
უხეში ტოტი |
ტოტი, რომლის დიამეტრი 5- დან 10 სმ -მდეა. |
|
ძლიერი ტოტი |
ტოტი, რომლის დიამეტრი 10 სმ -ზე მეტია. |
|
შეერთების ადგილი |
ხის ღეროსა და ტოტის შეერთების შესქელებული ადგილი.
|
|
ხის კონტროლი |
ხის ვიზუალური შემოწმება შესაძლო დაზიანებებზე და მის სიცოცხლისუნარიანობაზე
|
|
ხის მოვლა |
ღონისძიებათა სისტემა, რომელიც ხორციელდება ხის სიცოცხლისუნარიანობის, უსაფრთხოების და განვითარების რეგულირების მიზნით
|
|
განშტოება |
ტოტის ორ ან რამდენიმე ნაწილად განვითარება
|
|
ხის ვარჯი |
ხის განშტოებული ნაწილი, წარმოდგენილი ტოტებისა და ყლორტების ერთობლიობით.
|
|
მეორადი ვარჯი |
ჭრის შედეგად ვარჯის შიდა ნაწილში განვითარებული ვარჯი
|
|
კალუსი |
მცენარის დაზიანებისას წარმოქმნილი არადიფერენცირებული (ტოტიპოტენტური) უჯრედების მასა
|
|
კამბიუმი |
მერქანსა და ლაფანს შორის არსებული არადიფერენცირებული ქსოვილი, რომელიც შედგება გაყოფის ფაზაში მყოფი უჯრედებისაგან. კამბიუმი დასაბამს აძლევს მეორად ქსოვილებს, რის შედეგადაც ადგილი აქვს მცენარეების ღერძული ორგანოების ზრდას სისქეში.
|
|
საკომპენსაციო ზრდა |
ხის თვისება, რომელც უზრუნველყოფს ხის ქსოვილში არსებული სუსტი ადგილების სწრაფ ზრდას |
|
ვარჯის დასაწყისი |
ვარჯის ქვედა ტოტები
|
|
ვარჯის ფართობი |
ვარჯის გარეგანი ფართობი, ანუ საქარიალქნე ფართობი
|
|
ვარჯის სიმაღლე |
მანძილი ვარჯის ძირიდან წვერომდე
|
|
ვარჯის ბირთვი (გული) |
ვარჯის ტოტების შიდა არე, რომელიც სუსტი, ძლიერი და უხეში ტოტებისგან შედგება.
|
|
ვარჯის ქოლგის ფართობი |
მიწის ის ფართობი, რომელსაც ხის ვარჯი ფარავს.
|
|
ვარჯის ნაწილობრივი შემოკლება |
ჭრის ღონისძიებები, რომლებიც ტარდება სატრანსპორტო მიმოსვლის უსაფრთხოების დაცვის ანდა ხის გარშემო მიდამოს უსაფრთხოების დაცვის გამო, როცა ვარჯი ნაწილობრივად მოკლდება.
|
|
ხის ფორმირებითი სხვლა |
მცენარის ვარჯის ხელოვნური ფორმის შექმნა ან შენარჩუნება, ზრდის ხასიათის შეცვლა, მ.შ. ვარჯის აწევა ან სიმაღლის შეზღუდვა
|
|
გადაბელვა |
ხის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორება
|
|
ვარჯის გამოხშირვა ტოტებში სინათლის შუქის შესვლისათვის
|
გვირგვინის გამოხშირვა, გათხელება ჯანმრთელი, უმეტესად წვრილი და სუსტი ტოტების მოჭრითაც ისე, რომ ხის აღნაგობა არ შეიცვალოს |
|
ღერძული ტოტი |
ცენტრალური ტოტი
|
|
ძლიერი განშტოება |
ხის ღეროდან განშტოებული ძლიერი ტოტები, რომლებიც ხის ვარჯს ქმნიან
|
|
ვერტიკალურად ზრდადი ტოტი |
ვერტიკალურად ზრდადი ტოტი, რომელიც უმეტესად ჰორიზონტალურად ზრდადი ტოტიდან ან გადაბელვის შედეგად შექმნილი ადგილიდან ვითარდება. |
|
ხის ღერო |
ადგილი ხის ძირიდან ვარჯის დასაწყისამდე
|
|
ხის ღეროს სათავე |
ადგილი, საიდანაც ხის ტოტები (ან ძლიერი განშტოება) იწყება.
|
|
უსაფრთხო ხე |
ხის მდგომარეობა როცა იგი საფრთხეს არ წარმოქმნის |
|
ხის სიცოცხლისუნარიანობა |
ორგანიზმის სიცოცხლისუნარიანობა, რომელიც მის გარემოზე და გენეტიკურ ფაქტორებზეა დამოკიდებული, გამოიხატება შემდეგში: · ზრდა, ვარჯის სტრუქტურა და ფოთლები; · გარემოსთან შეთავსების უნარი; · ავადმყოფობების წინააღმდეგ იმუნიტეტი; · აღდგენის უნარიანობა.
|
|
ფესვი |
ხის მიწისქვეშა ნაწილი. მისი ერთ-ერთი ძირითადი ვეგეტაციური ორგანო, რომლის მთავარი დანიშნულებაა მიამაგროს მცენარე სუბსტრატზე და იქიდან შეიწოვოს წყალი და მასში გახსნილი არაორგანული ნივთიერებანი. |
|
წვრილი ფესვი |
0.1- დან 0.5 სმ -მდე ფესვი |
|
სუსტი ფესვი |
0.5 დან 2 სმ -მდე ფესვი |
|
უხეში ფესვი |
2 დან 5 სმ -მდე ფესვი |
|
ძლიერი ფესვი |
5 სმ და მეტი |
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების
დაცვის,მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,ე“ ქვეპუნქტის ,,ე.ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს:დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე თოფურია
დანართი №1 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესი1.
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – „წესი”) მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.2.
წესი განსაზღვრავს:ა)
მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს;ბ)
მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;გ)
მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.3.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.1.
მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:ა)
სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები;ბ)
მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;გ)
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.2.
მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.3.
სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ხელშეკრულების საფუძველზე.4.
მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:ა)
მოვლითი ჭრა ქალაქის გამწვანებაში;ბ)
სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;გ)
ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;დ)
მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.1.
მოვლითი ჭრის სახეებია:ა)
განათებითი ჭრა – ხორციელდება 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;ბ)
გაწმენდითი ჭრა – ხორციელდება 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;გ)
გამოხშირვითი ჭრა – ხორციელდება 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;დ)
სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;ე)
სარეკონსტრუქციო ჭრა – ხორციელდება დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.2.
კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.3.
მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.4.
მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან მერიის მიერ, ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად.5.
მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებული არიან 350-მდე დაქანების ფერდობებზე.
6.
მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.7.
ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:ა)
0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა;ბ)
0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა;გ)
0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა.8.
მოვლითი ჭრები ტყე-პარკებში - სამეურნეო თვალსაზრისით მოვლითი ჭრების დროს ტყე-პარკებში დეკორატიული მიზნით შეიძლება ადგილზე დატოვებული იქნას არასწორი ღეროს მქონე, როკებისაგან ცუდად გაწმენდილი და დიდვარჯიანი ეგზემპლიარები, მაგრამ გარეგნულად ლამაზი ხეები. დიდი ვარჯი მეტ ჩრდილს შექმნის და ხელ უწყობს ტყე-პარკში დასვენებისათვის უკეთესი პირობების შექმნას. მოვლითი ჭრებით ტყე-პარკებში ხეები შეიძლება განაწილებულ იქნეს არათანაბარ, არამედ დიდ და პატარა ჯგუფებად. ძლიერ განათებულ ადგილებში სასურველია მეორე სართულებში ქვეტყის ისეთი ჯიშები გავაშენოთ, რომელიც ტყე-პარკს სილამაზეს შემატებენ სხვადასხვაგვარი ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფებით. მოვლითი ჭრების დროს საჭიროა ცოდნა ტყე-პარკების შექმნილი ძვირფასი ჯიშების დამახასიათებელი თვისებების, როგორიცაა ხშირი შეფოთვლა, დიდი და განიერი ვარჯი. შემდეგ უნდა გამოიყოს და მოიჭრას ისეთი ხეები, რომელნიც ხელს უშლიან საპარკო ჯიშების ზრდა განვითარებას და საპარკო ჯიშებთან ერთად რეზერვად უნდა დარჩეს ისეთი ხეებიც, რომელნიც ხელს არ უშლიან მათ ზრდა-განვითარებას.9.
მოვლითი ჭრების დროს ტყე-პარკებში დეკორატიული მიზნით შეიძლება ადგილზე დატოვებული იქნას არასწორი ღეროს მქონე, როკებისაგან ცუდად გაწმენდილი და დიდვარჯიანი ეგზემპლიარები, მაგრამ გარეგნულად ლამაზი ხეები. დიდი ვარჯი მეტ ჩრდილს შექმნის და ხელს შეუწყობს ტყე-პარკში დასვენებისათვის უკეთესი პირობების შექმნას. მოვლითი ჭრებით ტყე-პარკებში ხეები შეიძლება განაწილებულ იქნეს არათანაბარ, არამედ დიდ და პატარა ჯგუფებად. ძლიერ განათებულ ადგილებში სასურველია მეორე სართულებში ქვეტყის ისეთი ჯიშები გავაშენოთ, რომელიც ტყე-პარკს სილამაზეს შემატებენ სხვადასხვაგვარი ფოთლებით, ყვავილებითა და ნაყოფებით. მოვლითი ჭრების დროს საჭიროა ცოდნა ტყე-პარკების შექმნილი ძვირფასი ჯიშების დამახასიათებელი თვისებების, როგორიცაა ხშირი შეფოთვლა, დიდი და განიერი ვარჯი. შემდეგ უნდა გამოიყოს და მოიჭრას ისეთი ხეები, რომელნიც ხელს უშლიან საპარკო ჯიშების ზრდა განვითარებას და საპარკო ჯიშებთან ერთად რეზერვად უნდა დარჩეს ისეთი ხეებიც, რომელნიც ხელს არ უშლიან მათ ზრდა-განვითარებას.1.
მოვლითი ჭრის ჩატარებისას (გარდა განათებითი და სანიტარიული ჭრისა), უნდა მოინიშნოს მოსაჭრელი ხეების უბანი.2.
მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და, მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში _ ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები შერჩევით.1.
მოვლითი ჭრა უნდა განხორციელდეს ისეთი ფორმებითა და მეთოდებით, რომლებიც უზრუნველყოფს რჩეული ხეების მინიმალურ დაზიანებას.2.
მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.1.
ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი.2.
მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, ხელშეკრულების საფუძველზე.3.
მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნამდე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.4.
ადგილი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.5.
ადგილზე დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი 2–ის შესაბამისად.6.
ადგილის ადგილმდებარეობა განისაზღვრება უბნის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატებით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება “+” ნიშანი.);7.
მოსაჭრელი ადგილის მონიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.8.
ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.9.
მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.10.
ძირნაყარი ხის გაცემისას, მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.11.
აღრიცხვის უწყისი ინახება უფლებამოსილ ორგანოში.1.
ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით.2.
სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:ა)
ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;ბ)
მავნებელ დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.3.
მავნებელ დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.1.
სტიქიური მოვლენის (ხანძარი, ქარი, თოვლი, ზვავი, მეწყერი და სხვ.) ან სხვა მასშტაბურ (სოციალური, ბიოლოგიური, გლობალური ეკოლოგიური და სხვ.) გაუთვალისწინებელ შემთხვევებში უარყოფითი შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე.2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები.3.
ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, უფლებამოსილ ორგანოს ან შესაბამის მერიას უფლება აქვს, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.4.
ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი.1.
მწვანე ნარგავების აღრიცხვის დროს ხანძარსაშიშროების კლასებად დაყოფა და ხანძრისაგან დაცვის მოთხოვნების დაგეგმვა ხორციელდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ.2.
ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია:ა)
სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში;ბ)
სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება;გ)
ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა;დ)
ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება, ქვედა ტოტების შეჭრა;ე)
ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.3.
ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში.4.
ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით.5.
მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს საგანგებო სიტუაციების შესაბამისი სამსახური.