ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №41 |
|
2015 წლის 7 სექტემბერი ხაშური |
|
2. წესი განსაზღვრავს:
ა) მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;
გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.
3. ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
ა) აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა;
ბ) აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება;
გ) გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა;
დ) გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები;
ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი;
ვ) ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე;
ზ) ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე;
თ) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი;
ი) მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები;
კ) მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული;
ლ) მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის დამზადება;
მ) მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს;
ნ) მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა;
ო) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება;
პ) ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები;
ჟ) ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე;
რ)სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი;
ს) სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა;
ტ) ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე;
უ) ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი;
ფ) ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა;
ქ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია;
ღ) რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით;
ყ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება;
შ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი);
ჩ) გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით;
ც) უფლებამოსილი ორგანო – ა(ა)იპ „სავანე“;
ძ) საშეშე მერქანი მწვანენარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.
ა) სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.
ა) განათებითი ჭრა – ხორციელდება 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ) გაწმენდითი ჭრა – ხორციელდება 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში, ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ) გამოხშირვითი ჭრა – ხორციელდება 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) გავლითი ჭრა – ხორციელდება 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრების შემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე, სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრა;
ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – ხორციელდება დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.
2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.
3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.
4. მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებული არიან 350-მდე დაქანების ფერდობებზე.
5. მოვლითი ჭრის ინტენსივობა უნდა დადგინდეს კორომის დახასიათების საფუძველზე.
6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა;
ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა;
გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა.
2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები შერჩევით.
2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.
2. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
5. უბანზე დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი 2-ის შესაბამისად.
6. უბნის ადგილმდებარეობა განისაზღვრება უბნის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატებით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება „+” ნიშანი.).
7. მოსაჭრელი უბნის მონიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
8. ამ წესის მე4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
9. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე, კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
10. ძირნაყარი ხის გაცემისას, მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
11. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება უფლებამოსილ ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურს.
2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:
ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;
ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.
3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილ ორგანოს უფლება აქვს, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5. აღდგენას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;
ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;
გ) გამეჩხერებული და ბუნებრივი წარმოშობის მეჩხერი კორომები (0.10.2 სიხშირის), რომლებიც საჭიროებს ხელოვნური გზით აღდგენას;
დ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.
ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) აღდგენა თესვით;
გ) აღდგენა დარგვით.
2. გაშენების ფორმებია:
ა) გაშენება ნერგების დარგვით;
ბ) გაშენება თესვით.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.
3. სანერგეში სარგავი მასალის აღსაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივკლიმატური პირობების შესაბამისად.
4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივკლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.
5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.
6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით.
ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;
გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;
დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას;
ვ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის.
2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.
3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.
4. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანხმობით, ხოლო მერქნული რესურსის განლაგება – ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი წესით და ტრასპორტირება მოხდეს „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილების შესაბამისად.
ა)მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნით;
ბ) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნით.
2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით:
ა) პირწმინდა ჭრით გამოყოფილ ადგილზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით;
ბ) ძირობრივი ჭრით ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
3. მწვანე ნარგავებზე მოსაჭრელი ხეების აღრიცხვის სამუშაოების შეთანხმება ხდება თითოეული მწვანე ნარგავების აღრიცხვის სამუშაოების დამთავრების შემდეგ. შეთანხმებით დგინდება ჭრაში დანიშნული ხეების შესაბამისობა დათვალიერების აქტში ასახულ მონაცემებთან, სხვაობის გამოვლენის შემთხვევაში გადამოწმებას ექვემდებარება ჭრაში დანიშნული ყველა ხე.
4. ჭრა არ ხორციელდება, როდესაც დათვალიერების აქტში ხეების მოცულობა არ შეესაბამება ხეების ფაქტობრივ მოცულობას. ასეთ შემთხვევაში ჭრა ხორციელდება ახალი დათვალიერების აქტის საფუძველზე.
2. მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ჭრა ან გადაბელვა.
2. მოსაჭრელი ხეების ადგილზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.
2. ხეების გადარგვა ხორციელდება ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
2. ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილ სპეციალურ კომისიას ან/და ამისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, ჭრით მიღებული მერქნული რესურსი როგორც სამასალე ასევე საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს ხაშურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ შექმნილი სპეციალური კომისია ან/და ამისათვის უფლებამოსილი პირი.
4. ჭრით მიღებული ხე-მცენარეების ტრანსპორტირება მოხდეს საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხეტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვარის №46 დადგენილებით.
5. ჭრას ახორციელებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობა ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
2. დათვალიერების აქტს ადგენს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი, შესაბამისი სპეციალისტებით დაკომპლექტებული სამუშაო ჯგუფი.
3. დაინტერესებული ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ ჭრა ხორციელდება მხოლოდ დათვალიერების აქტის შედგენის შემდგომ შესაბამისი თანხმობის გაცემიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის განმავლობაში, აღნიშნული ვადის დარღვევის შემთხვევაში დათვალიერების აქტი და შესაბამისი თანხმობა ჩაითვლება ძალადაკარგულად.
ხაშურის მუნიციპალიტეტი ------------------ ის ადმინისტრაციული ერთეული 20 ---- წ.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნმა ------------------------------------------------------------------------------ ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- ადგილზე გასვლით შევისწავლეთ მწვანე ნარგავების ადგილმდებარეობა (დაინტერესებული პირის შემთხვევაში განცხადება) დადგინდა შემდეგი: ჭრის სახე: ----------------------------------
აქტი შედგენილია ჩვენ მიერ, რაზედაც ვაწერთ ხელს:
1. ------------------------------- 2. ------------------------------- 3. ------------------------------- 4. -------------------------------
|