წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №60 |
|
2015 წლის 25 სექტემბერი ქ. წყალტუბო |
|
მოვლისა და აღდგენის წესი
2. წესი განსაზღვრავს:
ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;
გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.
2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ფართობის ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.
3.გადაბელვა – სპეციალური ჭრისას მწვანე ნარგავების ტოტების შეჭრა.
4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
5.დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
6. ვარჯის ფორმირება – ხეებზე ქვედა ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
7. ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზემდგომი გამხმარი ხე.
8. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
9. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები, მათი პროდუქტები.
10. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
11. მოსაჭრელი ხეების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი ან ძირნაყარი ხის დამზადება.
12. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
13. მოპოვება – ზეზემდგომი ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის გამოზიდვა.
14. მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა– ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების აღრიცხვა, მონიშვნა და აღრიცხვის უწყისის შედგენა.
15. ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები.
16. ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი მოზრდილი ტანის მცენარე.
17. სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მოშენება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
18. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
19.ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე.
20. ძირნაყარი ხე – წაქცეული ხმელი ხე, მიწაზე დაყრილი მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, წინა წლების ჭრაგავლილი მოსაჭრელი ხეების უბნიდან გამოუზიდავად დარჩენილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი.
21. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
22. ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია.
23. რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით.
24. მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.
25. დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.
26. დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას, ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).
27. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დასაწყობებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" მიერ.
28. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.
29. უფლებამოსილი ორგანო – წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობა (არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური).
30. საშეშე მერქანი – მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამერტის მერქნული რესურსი. აგრეთვე ხეები, თუ მისის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე 2,5 მეტრზე ნაკლებია.
31. სამასალე ხე – ხეები მიეკუთვნებიან სამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 6,5 მ-ს, ხოლო 18 მეტრზე ნაკლები სიმაღლის ხეებისთვის – ხის სიმაღლის 1/3-ს.
32. ნახევრადსამასალე ხე – ხეები მიეკუთვნებიან ნახევრადსამასალე კატეგორიას, თუ ხის ღეროს დაუზიანებელი სწორი ნაწილის სიგრძე განტოტვამდე შეადგენს 2,5-დან 6,5 მეტრამდე.
ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებსა (ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრთან“ გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა.
ა) განათებითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 10 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს მწვანე ნარგავების განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე არასასურველი მერქნიანი სახეობებისა და ეგზემპლარების, ასევე ბალახის საფარის მოცილებას მცენარეთა სახეობრივი შემადგენლობის რეგულირებისა და ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ბ) გაწმენდითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 20 წლამდე ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის შერეულ კორომებში ამ ადგილისათვის დამახასიათებელი სახეობის ხეებისათვის ზრდის პირობების გაუმჯობესების მიზნით და გულისხმობს განსაზღვრული ადგილისათვის არასასურველი სახეობის მწვანე ნარგავების მოჭრას. უნდა მოიჭრას 8 სმ-მდე დიამეტრის ზრდაში ჩამორჩენილი ხეები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ დიამეტრის ხეების ადგილზე დატოვება ხელს არ შეუშლის ჯანსაღი ხეების არსებობას;
გ) გამოხშირვითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 60 წლამდე (სახეობრივი შემადგენლობის მიხედვით) ხნოვანების 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე ზრდაში ჩამორჩენილი, მრუდეღეროიანი და დაზიანებული ხეების მოჭრას დარჩენილი ხეების ღეროებისა და ვარჯების სასურველი ფორმის მისაღებად აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით;
დ) გავლითი ჭრა – უნდა განხორციელდეს 61 წლის და მეტი ხნოვანების (გამოხშირვითი ჭრის პერიოდის დამთავრებისშემდეგ) 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში და გულისხმობს განსაზღვრული უბნის ტერიტორიაზე გადაბერებული, დაზიანებული, მრუდეღეროიანი და ჭრისათვის მიზანშეწონილი სხვა ხეების მოჭრას დარჩენილი ხეებისათვის მერქნის შემატების პირობების გაუმჯობესების მიზნით;
ე) სანიტარიული ჭრა – სპეციალური გამოკვლევისა და წინასწარი აღრიცხვის საფუძველზე სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით არსებული ზეხმელი, ხმობადი, ძლიერ ფაუტი და მავნებლებით ძლიერ დაზიანებული ხეების მოჭრას;
ვ) სარეკონსტრუქციო ჭრა – უნდა განხორციელდეს დეგრადირებული მწვანე ნარგავების (ხეები და ბუჩქები) კორომებსა და დაცვით ნარგაობაში მათი სახეობრივი და სტრუქტურული შემადგენლობის, აგრეთვე პროდუქტიულობის გაუმჯობესების მიზნით მწვანე ნარგავების აღდგენის სამუშაოების განსახორციელებლად, აღდგენის პროექტის შესაბამისად.
2. კორომების სანიტარიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სანიტარიული ჭრით გარემოდან ამოღებული, ხმელი, ხმობადი და ძირნაყარი ხეები უნდა იქნეს გამოტანილი მწვანე ნარგავების ტერიტორიიდან.
3. მოვლითი ჭრა ხელოვნურ ნარგაობაში გულისხმობს დაზიანებული, გამხმარი ეგზემპლარებისა და მავნე მცენარეების პერიოდულად გამოღებას.
4. მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" მიერ ამ წესის შესაბამისად.
5. მოვლითი ჭრის ყველა სახე (გარდა სანიტარული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) ტარდება 0,7 და მეტი სიხშირის კორომებში, რომლებიც განლაგებულია 350-მდე დაქანების ფერდობზე.
6. ჭრის ინტენსივობა სიხშირეების მიხედვით განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) 0,7 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 10%-ისა;
ბ) 0,8 სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 15%-ისა;
გ) 0,9 და მეტი სიხშირის კორომებში – არაუმეტეს 20%-ისა.
ა) რჩეული ხეები – უნდა მიეკუთვნოს ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან მაქსიმალურად გაწმენდილი ხეები კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული ხეების გამოვლენა ხდება გამოხშირვითი ჭრის ხნოვანების პერიოდში;
ბ) დამხმარე ხეები – უნდა მიეკუთვნოს ის ხეები, რომლებიც ხელს უწყობენ რჩეული ხეების ღეროს გაწმენდას ტოტებისაგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებასა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას;
გ) მავნე ხეები – უნდა მიეკუთვნოს:
გ.ა) ხეები, რომლებიც ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი ხეები;
გ.ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული ხეები ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი ხეები კორომში არ ასრულებს სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას ან/და მათი მოჭრით არ შეიქმნებოდა დიდი ფანჯრები;
გ.გ. კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობები, თუ ისინი ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე ხეების ზრდა-განვითარებას და მათი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0,5 სიხშირემდე დაბლა დაყვანას.
2. მოვლით ჭრას (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) უნდა დაექვემდებაროს მავნე ხეები და მარაგის შემატების დაჩქარების მიზნით განსაზღვრულ შემთხვევებში – ჯგუფურად მდგარი რჩეული ხეები.
3. სანიტარიული ჭრის ჩატარებისას ხეების შერჩევა უნდა მოხდეს რაიონის, კვარტალის ფარგლებში. მოჭრას ექვემდებარება ზეხმელი, ხმობადი (ღეროს ერთი მესამედი ხმელი), გადატეხილი, ძლიერ ფაუტი (ფუტურო) და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
4. სანიტარიული ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების უბანი არ ინიშნება.
2. მოვლითი ჭრის დროს (გარდა სანიტარიული და სარეკონსტრუქციო ჭრებისა) კორომის სიხშირე არ უნდა იქნეს დაყვანილი 0,6-ზე ქვევით.
3. მოვლითი ჭრების განხორციელებისას დაუშვებელია მორთრევა ტოტებშეუჭრელად.
2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა.
3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში–მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
5. უბანზე დამზადებული მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.
6. ძირნაყარი ხის გაცემისას მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
7. ამ წესისმე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
8. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
9. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში, ხოლო მეორე ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრში“.
2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:
ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;
ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.
3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობას.
2.ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებებია:
ა) სახანძრო დანიშნულების გზებისა და ბილიკების მოწყობა მაღალი ხანძარსაშიშროების კლასის მწვანე ნარგავების უბნებში;
ბ) სახანძრო დანიშნულების საავტომობილო გზებისა და ბილიკების მოვლა-შეკეთება;
გ) ხანძრების შეჩერება-შეზღუდვის მიზნით ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების მოწყობა;
დ) ხანძრების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით წიწვოვან კორომებში ხეთა ვარჯის ფორმირება;
ე) ხანძარსაშიში კორომებიდან ძირნაყარი ხეების გამოტანა და განთავსება უსაფრთხო ადგილზე.
3. ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვიან, მოზარდიან, ძველ ნახანძრალებში, მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე დაზიანებულ უბნებში (ქარქცეულ ან ქარტეხილ ადგილებში), მოპოვების ნარჩენებიდან გაუწმენდავ, გამოუზიდავად დატოვებული მოპოვებული ხეების და გამხმარბალახიან ადგილებში.
4. ნახანძრალი ტერიტორიის აღდგენითი ღონისძიებები ხორციელდება აღდგენის პროექტით და მოვლითი ჭრებით.
5. მწვანე ნარგავების ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციას ახორციელებს შესაბამისი სამსახური.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში განხორციელებულ ჭრებზე არ ვრცელდება ამ წესით დადგენილი ჭრის მოთხოვნები.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ უფლებამოსილია, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით, მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილების ან შემცირების მიზნით განახორციელოს ჭრები მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ პუნქტში აღნიშნული მიზნის მისაღწევად.
4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში დგება შესაბამისი აქტი.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების ღონისძიებებს ახორციელებს ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობით.
3. დაგეგმილ ტერიტორიაზე უნდა შედგეს მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი, რომელსაც ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური.
4. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების პროექტი უნდა მოიცავდეს განსახორციელებელ ღონისძიებათა ჩამონათვალსა და ფინანსურ ხარჯთაღრიცხვას.
5. აღდგენას ექვემდებარება:
ა) ნახანძრალები და ასევე სხვა მიზეზით განადგურებული როგორც ბუნებრივი, ისე ხელოვნურად გაშენებული მწვანე ნარგავების ფართობები;
ბ) ფართობები, რომელთა ბუნებრივ-კლიმატური პირობები იძლევა მწვანე ნარგავების აღდგენის საშუალებას;
გ) დეგრადირებული კორომები, რომლებიც საჭიროებს რეკონსტრუქციას.
ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) აღდგენა თესვით;
გ) აღდგენა დარგვით.
2. გაშენების ფორმებია:
ა) გაშენება ნერგების დარგვით;
ბ) გაშენება თესვით.
3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენას.
ა) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის დამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების არსებობისას აღსადგენი ფართობის მთლიანი ან ნაწილობრივი შეღობვა ძოვებისაგან დაცვის მიზნით;
ბ) მწვანე ნარგავებით ტერიტორიის არადამაკმაყოფილებელი ბუნებრივი განახლების პირობებში ფართობის მთლიანი შეღობვა, ნიადაგის აჩიჩქნა (ფართობის დაახლოებით მესამედზე 8-10 სმ სიღრმით), აგრეთვე შეღობილ ფართობზე სასურველი სახეობის თესლის შეთესვა ბაქნებსა და ზოლებზე (ფართობის დაახლოებით მესამედზე ან უფრო მეტზე, საჭიროების მიხედვით).
ა) კულტურების გაშენება;
ბ) სანერგეების მოწყობა;
გ) დაცვითი ნარგავების გაშენება;
დ) დეგრადირებული კორომების, ეკოსისტემებისა და ლანდშაფტების რეკონსტრუქცია;
ე) ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებები.
2. მწვანე ნარგავების აღდგენის პროექტი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) პროექტის შედგენის საფუძველსა (ბრძანება, ხელშეკრულება და ა.შ) და მიზანს;
ბ) აღდგენას დაქვემდებარებული ფართობის დეტალურ დახასიათებას: ადგილმდებარეობის, საზღვრების, მიმდებარე ტერიტორიებისა და ბუნებრივი პირობების (კლიმატი, ნიადაგები და სხვ.) მითითებით;
გ) შერჩეული სახეობის ბოტანიკურ და ბიოეკოლოგიურ თავისებურებათა დახასიათებას;
დ) შერჩეული სახეობის ენტო და ფიტომავნებლების დახასიათებასა და მათ წინააღმდეგ ბრძოლის რეკომენდაციებს;
ე) საპროექტო ღონისძიებებისა და ამ ღონისძიებებით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობების, პარამეტრებისა და ხარჯთაღრიცხვის შესახებ;
ვ) მოვლის ღონისძიებებს;
ზ) კარტოგრაფიულ მასალას;
3.ბუნებრივი განახლების ხელშეწყობის ღონისძიებების პროექტი უნდა მოიცავდეს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილ ინფორმაციას.
4. ტყის აღდგენის პროექტით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების, მათ შორის, აუცილებელი მრავალწლიანი მოვლის განხორციელება.
ა) ნათესარი;
ბ) ნერგი;
გ) კალამი;
დ) ფესვის ნაბარტყი.
2. მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების მიზნით მცენარეთა სახეობები შეირჩევა უპირატესად იმ ადგილობრივი სახეობებისაგან, რომლებიც დამახასიათებელია კონკრეტული გარემო პირობებისათვის.
3. სანერგეში სარგავი მასალის გასაზრდელი ასორტიმენტი შეირჩევა გასამწვანებელი ფართობების და სანერგის ბუნებრივ-კლიმატური პირობების შესაბამისად.
4. არაენდემური მცენარეების გაშენებისათვის (ინტროდუქცია) მცენარეთა სახეობების შერჩევა უნდა მოხდეს მათი ბუნებრივ-კლიმატური და სხვა თვისებების შესწავლით, რათა თავიდან იქნეს აცილებული მათი უარყოფითი ზემოქმედება ადგილობრივ სახეობებსა და სხვა ფაქტორებზე.
5. აღდგენილი და/ან გაშენებული მწვანე ნარგავების მოვლის სამუშაოების ხანგრძლივობა, ასევე სხვა მახასიათებლები განისაზღვრება აღდგენის პროექტით.
6. აკრძალულია გენეტიკურად მოდიფიცირებული სათესლე და სარგავი მასალების, მცენარეების და/ან მათი ნაწილების გამოყენება მწვანე ნარგავების აღდგენის მიზნით.
ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;
ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;
გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;
დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;
ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას;
ვ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის.
2. სპეციალური ჭრა ხორციელდება ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.
3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" მიერ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით, ამ წესის შესაბამისად.
2. მოსაჭრელი ხეების მოჭრა შეიძლება განხორციელდეს შემდეგი სახეებით:
ა) პირწმინდა ჭრით – გამოყოფილ უბანზე მონიშნული ხეების პირწმინდა ჭრა, მოსაჭრელი ხეების ოდენობის მიხედვით;
ბ) ძირობრივი ჭრით – ზეზემდგომი ხეების მოჭრით აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
3. სპეციალური ჭრის განხორციელებისას მოსაჭრელი ხეების მონიშვნა და სპეციალური ჭრა ხორციელდება დაინტერესებული მხარის მიერ (არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის საფუძველზე) ან/და ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" მიერ ამ წესის შესაბამისად.
4. სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი სახეობების მიხედვით საწყობდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და მისი გადაცემა ხდება სპეციალური ჭრის განხორციელების უფლების მქონე პირსა და უფლებამოსილ ორგანოს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტით.მერქნული რესურსის მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
5. სპეციალური ჭრის დროს შესაძლებელია განხორციელდეს ხეების სხვლა-ფორმირება ან/და გადაბელვა.
2. ხეების სხვლა-ფორმირებას ახორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები ხელშეკრულების საფუძველზე.
3. ხეების სხვლა-ფორმირება წარმოებს ამ წესის V თავით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მოსაჭრელი ხეების უბანზე შეიძლება განხორციელდეს ამ წესის მე-18 მუხლით განსაზღვრული ჭრა ან ხეების გადაბელვა.
3. ხეები ერთეულად ინიშნება ამ წესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ და „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
2. ამოღება-გადარგვას ექვემდებარება:
ა) წიწვოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 16 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე);
ბ) ფოთლოვანი სახეობები ღეროს მაქსიმალური დიამეტრით 18 სმ (დიამეტრი იზომება 1.3 მ სიმაღლეზე).
3. ხეების გადარგვა ხორციელდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის“ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ტერიტორიაზე.
ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
ბ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის – ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის, მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.
გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ;
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-მცენარეები. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა.
4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ამ წესის საფუძველზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სპეციალური ჭრის განმახორციელებელი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე ხე-ტყის განთავსების ადგილი.
5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დადგენილი წესით ჭრის განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მწვანე ნარგავები/ხე-მცენარეები საშეშე/სამასალე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტით უსასყიდლოდ გადასცეს საქველმოქმედო საქმიანობის პროფილის მქონე იურიდიულ პირებს, მუნიციპალურ იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების დასაწყობება ხდება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" ტერიტორიაზე (ან სხვა მითითებულ ტერიტორიაზე) ა(ა)იპ-ის ანდა ჭრის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
4. ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური ან იურიდიული პირი უზრუნველყოფს მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.
5. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრში“ განთავსებული ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ექვემდებარება თუ არა საშეშე/სამასალე მერქნად გამოყენებას, ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“, გამგეობის შესაბამისი სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე, მიღება-ჩაბარების აქტით, უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას.
6. არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოს. სააგენტოსათვის გადაცემამდე ზედამხედველობის სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.
7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილი პირი.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოსთვის ჩამორთმეული იარაღების გადაცემამდე ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს ჩამორთმეული იარაღის (იარაღების) შენახვას.
2. ამ წესით გათვალისწინებული ჭრა შეიძლება განახორციელოს სხვა ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების ან/და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.
3. დასკვნა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ექვემდებარება თუ არა ხე-მცენარე მოჭრას, გადაბელვას, სხვლა-ფორმირებას;
ბ) ხის კატეგორიას (სამასალე, ნახევრადსამასალე, საშეშე);
გ) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
დ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის - ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.
ე) მოჭრილი ხე-მცენარეების სავარაუდო მოცულობას (კბ.მ.) და განთავსების ადგილის ზუსტ მისამართს;
ვ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.
2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე აკრძალულია საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების მოჭრა წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის დასკვნის გარეშე.
3. მესაკუთრე ვალდებულია შეატყობინოს შესაბამის სამსახურს მის საკუთრებაში არსებული, საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი მწვანე ნარგავების ხმობის, მავნებელი დაავადებების აღმოჩენის ან კერძო საკუთრებისათვის ზიანის მიყენების საფრთხის შემთხვევები.
2. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ასევე საჯარო სკოლებისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საბავშვო ბაღების ტერიტორიაზე ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი მწვანე ნარგავების, მათ შორის ზეხმელი, ხმობადი და ფაუტი ხეების, შენობა-ნაგებობის ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის აღმოფხვრის, ასევე მათი შესაძლო წაქცევით კერძო საკუთრების ან მისი ცალკეული ელემენტებისათვის ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით, ჭრას ახორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით.
3. დაინტერესებული პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისას მინიმალური დაშორება მშენებარე შენობასა და არსებულ მწვანე ნარგავებს შორის შეადგენს 1 მეტრს.
4. მწვანე ნარგავები უნდა დაირგოს შენობის გარე კედლიდან ან/და მშენებარე ობიექტის საძირკველიდან მინიმუმ 3მ დაშორებით ხეებისთვის და 1.5მ დაშორებით ბუჩქებისათვის.
2. მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისს ადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური ითანხმებს სპეციალური ჭრის განხორციელებისათვის ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" ან/და პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების განმახორციელებელი პირის მიერ შედგენილ აღრიცხვის უწყისს.
4. ჭრა ხორციელდება მხოლოდ აღრიცხვის უწყისის შედგენის შემდეგ.
2. ხეების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესების შემუშავების მიზანია საქართველოს ქალაქბში, მათ შორის სატრანსპორტო მონაკვეთებში არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება და მათი სიცოცხლისუნარიანობის ამაღლება, ეს კი შესაძლებელი გახდება ნარგავებისათვის შესაბამისი, დაცული გარემო პირობების შექმნით, ასევე მათ მიმართ მზრუნველობითა და საჭირო მოვლის ღონისძიებების პროფესიონალურად ჩატარებით.
2. გეგმა უნდა მოიცავდეს შემდეგ პუნქტებს:
ა) ხის სპეციფიური მონაცემების გათვლა-გაანგარიშებას;
ბ) ხის დაზიანებული ნაწილების (ფუღურო, გამხმარი ტოტები, სხვადასხვა უარყოფითი ზემოქმედებით მიყენებული ზიანი. მაგ: სატრანსპორტო საშუალებით მიყენებული ზიანი) ადგილების აღრიცხვას;
გ) სატრანსპორტო მიმოსვლისაგან ხის საარსებო გარემოს დაცვის ღონისძიებებს;
დ) ხის შენარჩუნების უზრუნველსაყოფად, მოვლის ღონისძიებების განსაზღვრას;
ე) ხის მოვლის კონცეფციის შემუშავება;
ვ) შესწავლის შედეგად მიღებული მონაცემებით საჭირო გაანგარიშების წარმოება.
ზ) მონიტორინგის ჩატარების და პერიოდულობის განსაზღვრას.
შეგროვებული მონაცემების დოკუმენტალურად გაფორმება წარმოებს შესაბამის სააღრიცხვო რეესტრში (კატალოგში).
3. მოვლის საჭიროება
ხის მოვლის ღონისძიებები წარმოადგენს ბუნებრივი ზრდის პროცესში ხელოვნურ ჩარევას. მოვლის ღონისძიებების მაქსიმალურად შეზღუდვის უზრუნველსაყოფად გარკვეული პერიოდულობით აუცილებელია ხეების მდგომარეობის მონიტორინგი, რათა დადგინდეს, არის თუ არა საჭირო განსაზღვრული ღონისძიების ჩატარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში განისაზღვრება ღონისძიების ჩატარების პერიოდი. აღნიშნული პროცედურა წარმოადგენს პროფესიონალური და კვალიფიციური შეფასების წინაპირობას. გასხვლა-ფორმირების ღონისძიებები, რომლებიც ხის ვარჯის სასურველი ფორმით ზრდა-განვითარებას ემსახურება, სასურველია ადრეულ ეტაპზე და დროულად განხორციელდეს.
2. წვრილი და სუსტი ტოტების შეჭრა ხდება ხელის ხერხით ან/და ტოტების საჭრელი მაკრატლით. ხერხით ხის ტოტების დამოკლება ძირითადად სამ ეტაპად ხორციელდება.
ა) 1-ლი ეტაპი: ჭრა ხორციელდება ხის ტოტის ქვედა მხრიდან, ტოტის სისქის დაახლოებით ¼ სიღრმეზე;
ბ) მე-2 ეტაპი – ხის ტოტის შეჭრა ხდება ზედა მხრიდან 3-5 სმ - ის დაცილებით;
გ) მე-3 ეტაპი: – ღონისძიება ტარდება ხის ტოტის შეერთების ადგილის, რგოლის გასწვრივ.
ხის ტოტების გასხვლის სამუშაოების ჩასატარებლად, უნდა შეფასდეს მისი უახლოესი განშტოება, რომელიც გასასხლავი ტოტის დიამეტრს სამჯერ უნდა აღემატებოდეს.
მსხვილი ან/და ძლიერი ტოტების მოჭრა მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებშია დასაშვები. აღნიშნული გულისხმობს ღონიძიების ჩატარებას იმ სახეობებში, რომელთა რაოდენობაც თანდათანობით მცირდება, მაგალითად: წაბლი (Castanea), არყი (Betula), ალვის (Populus) და ტირიფის (Salix) ხეები. აღნიშნული ღონისძიება დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ მსხვილი ან/და ძლიერი ტოტების მოჭრით თავიდან იქნება აცილებული ხის დაზიანება (მაგ.: ხის გადატეხვა, გასკდომა და სხვა). აღნიშნული ჭრები ისე უნდა შესრულდეს, რომ ტოტის ხის ღერძთან შეერთების ან/და დასაცავი ადგილი შენარჩუნებული იყოს, აგრეთვე უზრუნველყოფილ იქნეს დაზიანებული ადგილის კარგად შეხორცება-აღდგენა (ხე დაზიანებულ ადგილას ბუნებრივად წარმოქმნის ფენას, რომელიც ჭრილობას დაფარავს). იმ შემთხვევაში, თუ ტოტის მოჭრის შემდეგ ნახაზზე მითითებულ ადგილას არ იქნება დატოვებული პატარა ნარჩენი, მაშინ ჭრილობის სამკურნალო საშუალებებზე შეიძლება უარი ითქვას.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტი ------------------------, დასახლება ----------------------,
სამცველო № --------; კვარტალი № -------- ფართობი-------ჰა, სიმაღლის თანრიგი --------- ჭრის სახე ----------------------- აღრიცხვის მეთოდი ----------------------- მოსაჭრელი ხეების უბნის კოორდინატები X------------------------------, Y -----------------------------,
აღრიცხვის უწყისის შემდგენი ----------------------------------------------------------------------- ბ.ა.
აღრიცხვის უწყისის შედგენის თარიღი ---------------------------------------------------
აღრიცხვის უწყისის შეთანხმებაზე პასუხისმგებელი ----------------------------------------
ბ.ა.
|
N --------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
--------(იურიდიული ან ფიზიკური პირი, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, მისამართი; წარმომადგენლის შემთხვევაში: სახელი, გვარი, მინდობილობის გაცემის თარიღი, ნომერი)
2. მწვანე ნარგაობის სახეობა (ჯიში) ---------------- მოცულობა ------------------ კბმ
3. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი ------------------------------------------------------------------
4. სატრანსპორტო საშუალება --------------------------------------------------------------------------------
(ტრანსპორტის სახეობა, სახელმწიფო ნომერი)
5. გადამზიდავი პირი -----------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი, პირადი ნომერი)
6. დაინტერესებული პირი: ------------------------------- ხელმოწერა
(სახელი, გვარი)
7. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი: ----- სთ. ----- წთ.
„-----„ „-----------------„ „-------„ წელი.
8. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირი: ----------------------- ბ.ა ხელმოწერა
(სახელი, გვარი).
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, საქართველოს ტყის კოდექსის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის" შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე
დანართი №1