1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში „წესი“) მიზანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, ხეების ხნოვანებითი სტრუქტურის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. წესი განსაზღვრავს:
ა) მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;
გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.
3. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევების