1. ხეების ერთეულად მონიშვნა მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხორციელდება, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მეთვალყურეობით ა(ა)იპ ,,წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის" მიერ ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიერ.

2.  ამ  წესის  მე-4  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“,  „ბ“,   „გ“  „დ“  და  „ვ“  ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა.

3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის  არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი  ხეების მოცულობა  მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში–მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.

4. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.

5. უბანზე დამზადებული მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.

6. ძირნაყარი ხის გაცემისას მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.

7. ამ წესისმე-4 მუხლის პირველი  პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება  მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.

8. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის  არეში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.

9. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში, ხოლო მეორე ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრში