1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი.
2. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
3. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნამდე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. ადგილი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
5. ადგილზე დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი 2-ის შესაბამისად.
6. ადგილის ადგილმდებარეობა განისაზღვრება უბნის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატებით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება ,,+“ ნიშანი.).
7. მოსაჭრელი ადგილის მონიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ“, ,,დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.
8. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
9. მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
10. ძირნაყარი ხის გაცემისას, მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
11. აღრიცხვის უწყისი ინახება უფლებამოსილ ორგანოშ