1. მწვანე ნარგავების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბანი.

2. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

3. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნამდე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი მწვანე ნარგავების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.

4. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.

5. უბანზე დასამზადებელი მწვანე ნარგავების  აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი 2–ის შესაბამისად.

6. უბნის ადგილმდებარეობა განისაზღვრება უბნის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატებით (ბოძზე ან ჭრას დაუქვემდებარებელ ზეზემდგომ ხეზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება “+” ნიშანი.);

7. მოსაჭრელი უბნის მონიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ბ’’, ,,გ’’, ,,დ’’ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.

8. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, მწვანე ნარგავების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი მწვანე ნარგავების ერთეულად მონიშვნის გზით.

9. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,5 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.

10. ძირნაყარი მწვანე ნარგავის გაცემისას, მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი მწვანე ნარგავების მოცულობა დგინდება ფაქტიურად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.

11. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება უფლებამოსილი ორგანოში. ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექცია