მოვლითი ჭრის ჩატარებისას ყველა მწვანე ნარგავი მათი სამეურნეო-ბიოლოგიური ნიშნების მიხედვით იყოფა კატეგორიებად:

ა) რჩეული მწვანე ნარგავები – უნდა მიეკუთვნოს ჯანსაღი, თესლით წარმოშობილი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან მაქსიმალურად გაწმენდილი მწვანე ნარგავები კარგად ფორმირებული ვარჯით. როგორც წესი, რჩეული მწვანე ნარგავების გამოვლენა ხდება გამოხშირვითი ჭრის ხნოვანების პერიოდში;

ბ) დამხმარე მწვანე ნარგავები – უნდა მიეკუთვნოს ის მწვანე ნარგავები, რომლებიც ხელს უწყობენ რჩეული მწვანე ნარგავების ღეროს გაწმენდას ტოტებისაგან, ღეროსა და ვარჯის ფორმირებასა და ნიადაგის დაცვის ფუნქციის გაუმჯობესებას;

გ) მავნე მწვანე ნარგავებს უნდა მიეკუთვნოს:

გ.ა) მწვანე ნარგავები, რომლებიც ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას, ასევე ზეხმელი, მოტეხილი და მომაკვდავი მწვანე ნარგავები;

გ.ბ) დაგრეხილი, დიდნუჟრიანი, ძლიერ გაბარჯღული მწვანე ნარგავები, ძირიდან შეტოტვილი ვარჯით, თუ ასეთი მწვანე ნარგავები კორომში არ ასრულებს სხვა რაიმე სასარგებლო ფუნქციას ან/და მათი მოჭრით არ შეიქმნება დიდი ფანჯრები;

გ.გ) კორომში შერეული არასასურველი მერქნიანი სახეობები, თუ ისინი ხელს უშლიან რჩეული და დამხმარე მწვანე ნარგავების ზრდა-განვითარებას და მათი მოშორება არ გამოიწვევს კორომის 0.5 სიხშირემდე დაბლა დაყვანა