მუხლი 4. 25 სმ ან ნაკლები დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვა
თავი II — მუნიციპალიტეტის ასევე, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გადარგვა
ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების გათვალისწინებით, 25 სმ ან ნაკლები დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვის თაობაზე უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით:
ა) სახეობა;
ბ) ხნოვანება;
გ) დიამეტრი;
დ) სიმაღლე;
ე) მდგომარეობა;
ვ) არსებული გარემო პირობები;
ზ) გადასარგავი ტერიტორიის შეფასება.
ამ გვერდის მოკლე შერჩევაში გადაწყვეტილებები არ არის — სრულ ინდექსში შეიძლება იყოს.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 4, №11-58, 10.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 300130000.35.101.016998 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.11.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5492701/muxli-4-2/