1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – წესი) მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას, აგრეთვე მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვის გაცემისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.

2. წესი განსაზღვრავს:

ა)  მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს;

ბ) მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირების წესს;

გ) მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის გამოყოფის და მწვანე ნარგავების მონიშვნის წესს;

დ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს;

ე) მწვანე ნარგავების მოჭრა-გადარგვაზე ნებართვის გაცემის წესს;

ვ) საკომპენსაციო რგვის განხორციელების წესს;

ზ) მწვანე ნარგავების ხარისხობრივი შეფასების წესს;

თ) მწვანე ნარგავების გადარგვის წესს.

3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა ან/და გადარგვა გარდა კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა.

4. ეს წესი არ ვრცელდება „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ მწვანე ნარგავების მოპოვებაზე (ბუნებრივი გარემოდან ამოღებაზე