1. აღდგენა – ღონისძიება, რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების შემდგომი მოვლა-პატრონობა.
2. აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება.
3. გადაბელვა – მწვანე ნარგავის ვარჯის ან ვარჯის ნაწილის მთლიანად მოშორება.
4. გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები.
5. დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი.
6. ვარჯის ფორმირება – მწვანე ნარგავებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე.
7. ზეხმელი მწვანე ნარგავი – ზრდაშეწყვეტილი, ზეზემდგომი გამხმარი მწვანე ნარგავი.
8. წვერხმელი მწვანე ნარგავი – მწვანე ნარგავი, რომლის ვარჯის წვერიც ხმელია.
9. კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი.
10. მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები.
11. მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
12. მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბანი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზემდგომი და ძირნაყარიმწვანე ნარგავების დამზადება.
13. მოსაჭრელიმწვანე ნარგავების უბნის მონიშვნა – მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი მწვანე ნარგავების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი მწვანე ნარგავების უბნის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი მწვანე ნარგავების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს.
14. მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზემდგომი მწვანე ნარგავის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა.
15. მოსაჭრელი მწვანე ნარგავის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება.
16. ბაღის/პარკის ნარჩენები – მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობის, დამზადების, ჭრის, ვარჯის ფორმირების, გადაბელვის და სხვლა-ფორმირების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები, გაკრეჭილი/გათიბული ბალახი, ჩამოცვენილი ფოთლები.
17. ნერგი – სანერგეში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე.
18. მუნიციპალური სანერგე – ფართობი, სადაც ხდება ნარგავების შემქმნელ სახეობათა სარგავი მასალის მიღება. სანერგე შეიძლება იყოს მუდმივი ან დროებითი.
19. სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა.
20. ფაუტი მწვანე ნარგავი– ფუტურო, დამპალი და შემდეგ გამომშრალი (გამოფიტული) მწვანე ნარგავი, რომელსაც დაკარგული აქვს მერქნის თავდაპირველი სტრუქტურა და სიმკვრივე.
21. ძირნაყარი მწვანე ნარგავი – მიწაზე დაყრილი წაქცეული ხმელი მწვანე ნარგავი, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი. აგრეთვე მოჭრილი მერქანი, რომელზეც ხე-ტყის დამზადების შესაბამისი დოკუმენტი არ არის გაცემული ან გასული აქვს გამოზიდვის ვადა.
22. ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა.
23. ხმობადი მწვანე ნარგავი – მწვანე ნარგავი, რომლის ერთი მესამედი გამხმარია.
24. დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება.
25. მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი).
26. დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში ,,დოკუმენტი“) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვისთვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი.
27. გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით.
28. უფლებამოსილი ორგანო/ნებართვის გამცემი ორგანო – მუნიციპალიტეტის მუნიციპალიტეტის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური.
29. საშეშე მერქანი - მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი.
30. გადაბერებული მწვანე ნარგავი – სწრაფმოზარდი სახეობების მწიფე და გადაბერებული მწვანე ნარგავი, რომელსაც მიღწეული აქვს საამორტიზაციო ხნოვანება (ვერხვი, აკაცია, ტირიფი 40-50 წლის).
31. დაავადებული მწვანე ნარგავი – მწვანე ნარგავი, რომლის განკურნება ფაქტობრივად შეუძლებელია.
32. მცენარის არასავეგეტაციო პერიოდი – წელიწადის ის დრო, როდესაც შეჩერებულია მცენარის ზრდა-განვითარება.
33. ბიომრავალფეროვნებაზე ზემოქმედების შესაბამისი საკომპენსაციო ღონისძიება – „ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი მწვანე ნარგავების აღდგენითი ღირებულების თანხის გადახდა ან/და საკომპენსაციო რგვა.
34. საკომპენსაციო რგვა – მოჭრილი მწვანე ნარგავების სანაცვლოდ ამ წესით დადგენილი რაოდენობის მწვანე ნარგავების გაშენება და მოვლა.
35. ნებართვა – უფლებამოსილი ორგანოს მიერ მწვანე ნარგავების მოჭრა ან/და გადარგვაზე გაცემული თანხმობა.
36. განმეორებითი რგვა – რგვა, რომელიც დაინტერესებულ პირს ევალება საკომპენსაციო რგვის ფარგლებში, ზეხმელი, დაავადებული და დაზიანებული ნერგების ჩანაცვლების მიზნით.
37. კალამი – მცენარის ყოველი აჭრილი ნაწილი, რომლითაც შეიძლება მცენარის გამრავლება.
38. მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორია – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეებით დაფარული ტერიტორია.
39. დეგრადირებული მწვანე ნარგავების კორომი – კორომი, სადაც დაწყებულია ძირითადი ნიშან-თვისებების დაქვეითება, გაუარესება.
40. გადარგვა - დადგენილი წესით მწვანე ნარგავის ნიადაგიდან ამოღება და გადატანა სხვა მსგავს გარემო პირობებში მისი სიცოცხლისუნარიანობის შემდგომი შენარჩუნების მიზნით.
41. დიდტანიანი მწვანე ნარგავი– მწვანე ნარგავი, რომლის დიამეტრი აღემატება 25 სმ-ს.
თავი II
მუნიციპალიტეტის ასევე, მის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო და კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების გადარგ