1.  ამ წესის მე-3 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტების გათვალისწინებით, 25 სმ-ზე მეტი დიამეტრის მქონე მწვანე ნარგავის გადარგვის თაობაზე  უფლებამოსილი ორგანო გადაწყვეტილებას იღებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე შემდეგ მონაცემებზე დაყრდნობით:

ა) სახეობა;

ბ) ხნოვანება;

გ) დიამეტრი;

დ) სიმაღლე;

ე) მდგომარეობა;

ვ) არსებული გარემო პირობები;

ზ) გადასარგავი ტერიტორიის შეფასება.

2.  დიდტანიანი მწვანე ნარგავის გადარგვის შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა უფლებამოსილ ორგანოს უნდა წარუდგინოს უფლებამოსილი პირის (პირების) მიერ ინდივიდუალურად შედგენილი მცენარეების გადარგვის აგროტექნიკური მეთოდოლოგია და წერილობითი დასტური იმ პირისგან (ფიზიკური/იურიდიული), რომელსაც გააჩნია დიდტანიანი მწვანე ნარგავის გადარგვის შესაბამისი სპეციალური ტექნიკა.
თავი III
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებე