1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:
ა) სპეციალური გამოკვლევის (შესწავლის) მასალები;
ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
2. მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და მის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებებს ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი ან შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანო რაიონის გამგეობა (შემდგომში – გამგეობა) ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით დადგენილ შემთხვევებში, საკუთარი ინიციატივით ან მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე.
3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო, ასევე, გამგეობა ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:
ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;
ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;
გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;
დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვ