1. მწვანე ნარგავების მოვლის ღონისძიებათა განხორციელების საფუძველი შეიძლება იყოს:

ა) სპეციალური გამოკვლევის მასალები;

ბ) მწვანე ნარგავების აღრიცხვისა და მონიტორინგის მასალები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.

3. სპეციალურ გამოკვლევას ახორციელებს  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

4. მწვანე ნარგავების მოვლითი ღონისძიებებია:

ა) მოვლითი ჭრების განხორციელება;

ბ) სპეციალური გამოკვლევის საფუძველზე მწვანე ნარგავების დაცვა ეკოლოგიური წონასწორობის დარღვევის გამომწვევი დაავადებებისა და მავნებლების გავრცელებისაგან ბიოლოგიური და ქიმიური საშუალებებით;

გ) ხანძარსაწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები;

დ) მწვანე ნარგავების აღდგენისა და გაშენების დაგეგმვა