1. ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებებით მწვანე ნარგავების მოვლა ხორციელდება სპეციალური გამოკვლევების საფუძველზე დასახულ ღონისძიებათა მიხედვით. გამოკვლევას ატარებს ხულოს  მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები,  ხელშეკრულების საფუძველზე.

2. სპეციალური გამოკვლევა მიზნად ისახავს:

ა) ხეების სანიტარიული მდგომარეობის დადგენას;

ბ) მავნებელ-დაავადებათა გამოვლენას, აღრიცხვას, მათი გავრცელების მასშტაბებისა და განვითარების ტენდენციების დადგენასა და მათთან ბრძოლის რეკომენდაციებს.

3. მავნებელ-დაავადებათა წინააღმდეგ გამოსაყენებელი ბიოლოგიური, ქიმიური და სხვა სპეციალური საშუალებების ნუსხა და მეთოდები უნდა შეესაბამებოდეს მოქმედ კანონმდებლობა