1. აღდგენის ფორმებია:
ა) ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობა;
ბ) აღდგენა თესვით;
გ) აღდგენა დარგვით.
2. გაშენების ფორმებია:
ა) გაშენება ნერგების დარგვით;
ბ) გაშენება თესვით.
3. მწვანე ნარგავების აღდგენის ფორმები შეირჩევა ეკოლოგიური და ეკონომიკური მიზანშეწონილობის საფუძველზე.
4. მწვანე ნარგავების იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს შესაძლებელია, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბუნებრივი განახლებისათვის ხელშეწყობის გზით მწვანე ნარგავების აღდგენა