1. მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით ხეების ერთეულად მონიშვნა ან/და ჭრა ხორციელდება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ან/და ხულოს მუნიციპალიტეტის დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის მიერ.
2. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“ „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას, წარმოებს ხეების აღრიცხვა და მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფა.
3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების რომელიმე უბანი და მოსაპოვებელი ხეების მოცულობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში – მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.
4. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.
5. უბანზე დამზადებული მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი №2-ის შესაბამისად.
6. ძირნაყარი ხის გაცემისას მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისად.
7. ამ წესისმე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას, ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.
8. მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას ერთეულად აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები (თითოეული ხის მოცულობის მიხედვით). ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში, მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით.
9. აღრიცხვის უწყისის ერთი ეგზემპლარი ინახება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში, ხოლო მეორე ჭრის განმახორციელებელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთა