1. ხეების ერთეულად მონიშვნა ხორციელდება მოვლითი ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, უფლებამოსილი ორგანოს მიერ. მოვლითი ღონისძიების სპეციფიკიდან გამომდინარე, უფლებამოსილი ორგანო უფლებამოსილია გამოყოს მოსაჭრელი ხეების უბანი.

2. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო ან კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან/და იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზე.

3. მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნამდე უფლებამოსილი ორგანოს მიერ განისაზღვრება მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნას დასაქვემდებარებელი ფართობები და მოსაპოვებელი ხეების რაოდენობა მწვანე ნარგავების აღრიცხვის მასალების და მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის საფუძველზე, ხოლო მასალების არარსებობის შემთხვევაში მწვანე ნარგავების ფაქტობრივი მდგომარეობის მიხედვით.

4. უბანი მოინიშნება დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვისათვის. აუცილებელია პირველ რიგში მოინიშნოს ფაუტი, ზეხმელი, ხმობადი, გადაბერებული, მრუდეღეროიანი და მავნებლებით დაზიანებული ხეები.

5. უბანზე დასამზადებელი მწვანე ნარგავების აღრიცხვა წარმოებს ამ წესის დანართი №2- ისშესაბამისად.

6. უბნის ადგილმდებარეობა განისაზღვრება უბნის საწყისი და საბოლოო წერტილის GPS კოორდინატებით (ბოძზე ან ჭრის დაუქვემდებარებელზე ზემდგომ ხეზე 1,5 მ-მდე სიმაღლეზე საღებავით კეთდება „+“ ნიშანი).

7. მოსაჭრელი უბნის მონიშვნა ხორციელდება ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისას.

8. ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისას ხეების მონიშვნა ხორციელდება მოსაჭრელი ხეების ერთეულად მონიშვნის გზით.

ძირობრივად მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების განხორციელების დროს მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები.

9.  ძირობრივად მთავარი სარგებლობის და მოვლითი ჭრების განხორციელების დროს მოსაჭრელი ხეების მონიშვნისას აღრიცხვას ექვემდებარება 8 სმ და მეტი ტაქსაციური დიამეტრის ხეები. ხეები იდამღება ფესვის ყელთან მართვის ორგანოებთან შეთანხმებული იდენტიფიცირების დამღით, მდგრადი საღებავით ეწერება რიგითი ნომერი. ჭრაში დანიშნულ ხეებზე თვალთახედვის არეში (მიწის ზედაპირიდან დაახლოებით 1,7 მეტრამდე სიმაღლეზე) კეთდება მონიშვნა მკვეთრი ფერის საღებავით ან ჩამონათალი.

10. ძირნაყარი ხის გაცემისას, მოსაჭრელი ხეების უბნის მონიშვნა არ ხორციელდება. მწვანე ნარგავების განთავსების ტერიტორია ფიქსირდება GPS კოორდინატებით. ძირნაყარი ხეების მოცულობა დგინდება ფაქტობრივად გამოზიდული მოცულობის შესაბამისა