1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) შენობა-ნაგებობების (ფასადები, სახურავები), საგზაო ნიშნების ხილვადობის ან მათი ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

ბ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეკონსტრუქციისა ან რეაბილიტაციისათვის;

გ) ხეების შესაძლო წაქცევით ნებისმიერი ინფრასტრუქტურის ან მისი ცალკეული ელემენტების ფუნქციონირების შეზღუდვის ან მათი დაზიანების საფრთხის თავიდან აცილებისათვის;

დ) შენობა-ნაგებობების, ჰიდროკვანძების, მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;

ე) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას;

ვ) სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის.

2. სპეციალური ჭრა ხორციელდება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, საკუთარი ინიციატივით ან დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე.

3. სპეციალური ჭრით მიღებული მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება შუახევის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი წესით.

4. სპეციალური ჭრა შეიძლება განხორციელდეს დაინტერესებული პირის მოთხოვნის საფუძველზე შუახევის მუნიციპალიტეტის მერის თანხმობით, ხოლო მერქნული რესურსის განლაგება მოხდეს ამ წესის მე-18 მუხლით დადგენილი წესით და ტრასპორტირება მოხდეს ,,ტყითსარგებლობის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 18 მაისის №221 დადგენილების შესაბამისა