ა) აღდგენა – ღონისძიება/რომლის მიზანია მწვანე ნარგავებით დაუფარავ ფართობებზე, დაბალი სიხშირის და დეგრადირებულ კორომებში ბუნებრივი განახლების ხელშეწყობა, გაშენება და გაშენებული ნარგავების მრავალწლიანი მოვლა;
ბ) აღრიცხვა – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი კარტოგრაფიული მასალების მომზადება;
გ) გადაბელვა – სპეციალური ჭრისას ხეების გარკვეულ სიმაღლეზე გადაჭრა;
დ) გაშენება – იმ ტერიტორიების გამწვანება, სადაც არ არსებობდა ბუნებრივი წარმოშობის ნარგავები;
ე) დაინტერესებული პირი – ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირი;
ვ) ვარჯის ფორმირება – ხეებზე ტოტების შეჭრა, სასიცოცხლო ფუნქციის შეწყვეტის გარეშე;
ზ) ზეხმელი ხე – ზრდაშეწყვეტილი ზეზეური გამხმარი ხე;
თ) კორომი – მომიჯნავე ტერიტორიისაგან შემადგენლობითა და სტრუქტურით მკვეთრად განსხვავებული მწვანე ნარგავების ნაწილი;
ი) მწვანე ნარგავები – მერქნიანი (ხე, ბუჩქი) და არამერქნიანი მცენარეები;
კ) მცენარის სახეობა – მცენარის ერთ-ერთი ძირითადი ტაქსონომიური ერთეული.
ლ) მოსაჭრელი ხის ადგილი – განსაზღვრული ტერიტორია, სადაც გათვალისწინებულია ზეზეური ან ძირნაყარი ხის მოჭრა - დამზადება;
მ) მოსაჭრელი ხეების ადგილის მონიშვნა – მოსაჭრელი ხეების ადგილის გამიჯვნა მოსაზღვრე ტერიტორიისაგან, მოსაჭრელი ხეების აღრიცხვა და მონიშვნა, მოსაჭრელი ხეების ადგილის აღრიცხვის უწყისის შედგენა (შემდგომში – აღრიცხვის უწყისი), რომელიც წარმოადგენს მოსაჭრელი ხეების მოპოვების დაწყების განმსაზღვრელ დოკუმენტს;
ნ) მწვანე ნარგავის დამზადება – ზეზეური ხის მოჭრა და/ან ძირნაყარი მერქნის ტერიტორიიდან ამოღება და გამოზიდვა;
ო) მოსაჭრელი ხის ერთეულად მონიშვნა – ერთეულად მდგარი ხე-ბუჩქების მონიშვნა და აღრიცხვის წარმოება;
პ) ნარჩენი – ხის მოპოვების შედეგად დარჩენილი ქერქი, ნაფოტი, ნახერხი, შეშად გამოუსადეგარი ტოტები;
ჟ) ნერგი – სანერგის სასკოლო განყოფილებაში აღზრდილი განსაზღვრული ზომის მცენარე;
რ) სპეციალური გამოკვლევა – კორომების სანიტარიული მდგომარეობის დადგენის, მავნებელ-დაავადებათა გამოვლენის, აღრიცხვისა და გამაჯანსაღებელი ღონისძიებების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევა;
ს) ფაუტი ხე – ფუტურო, დამპალი და გამოფიტული ხე;
ტ) ძირნაყარი ხე – მიწაზე წაქცეული ხმელი ხე, მოთხრილ-მოტეხილი, ქარქცეული, თოვლტეხილი მერქანი, აგრეთვე ხიდან ჩამოცვენილი ტოტები, ფიჩხი;
უ) ჭრა – მწვანე ნარგავების მოვლითი და სპეციალური მიზნით ჭრა;
ფ) ხმობადი ხე – ხე, რომლის ღეროს ერთი მესამედი გამხმარია;
ქ) რჩეული ხე – ჯანსაღი, სწორღეროიანი, ტოტებისა და როკებისაგან გაწმენდილი ხე, კარგად ფორმირებული ვარჯით;
ღ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვა – მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირება;
ყ) დამზადებული მწვანე ნარგავების გადამზიდავი პირი – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვაზე დაინტერესებული პირი, რომელიც უშუალოდ იმყოფება სატრანსპორტო საშუალებაში ხეების ტრანსპორტირებისას ან მისი არყოფნის დროს პირი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ხეების ტრანსპორტირებას (მძღოლი ან/და შესაბამისი გადამზიდავი);
შ) დამზადებული მწვანე ნარგავების მიღება-ჩაბარების დოკუმენტი (შემდგომში „დოკუმენტი“) – დამზადებული მწვანე ნარგავების გადაზიდვის დოკუმენტი გაცემული უფლებამოსილი ორგამოს მიერ;
ჩ) გადაზიდვის (დანიშნულების) ადგილი – ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დამზადებული მწვანე ნარგავების ტრანსპორტირების საბოლოო ადგილმდებარეობა, ზუსტი მისამართის მითითებით;
ც) უფლებამოსილი ორგანო - ა(ა)იპ ,,სენაკის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის, გამწვანების მოვლა–პატრონობის და დასუფთავების ცენტრი“;
ძ) საშეშე მერქანი - მწვანე ნარგავების ჭრის შედეგად მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი ან წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის მერქნული რესურსი;
წ) სპორტული პარკი (სტადიონი) - მწვანე მასივის, სადაც თავმოყრილია სპოირტული მოედნები და სხვადასხვა სახის ნაგებობანი სპორტული ვარჯიშებისა და შეჯიბრებებისათვის;
ჭ) ბაღი - მწვანე მასივი გამოიყენება მოსახლეობის დასვენებისათვის და ზოგიერთი სახის კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებისათვის;
ხ) სკვერი - ქუჩისა და მოედნის გამწვანებული ნაკვეთი, გამოიყენება ხანმოკლე დასვენებისათვის და ხშირ შემთხვევაში ადგილმდებარეობის არქიტექტურულ-დეკორაციული გაფორმებისათვის;
ჯ) ხეივანი - გზის ორივე მხარეს დარგული ხეები, ფეხით მოსიარულეთათვის საჩრდილობელი. ხეივანი შეიძლება იყოს ერთ, ორ და სამმწკვრივიანი, ღია და დახურული;
ჰ) ბულვარი - ქუჩის სავალი ნაწილის შუა ღერძზე გამწვანებული ზოლი. ბულვარში დაშვებულია დეკორატიული ხასიათის ნაგებობის მოწყობა;
ჰ.ა) ქუჩისა და გზისპირა ნარგაობა - გზის სავალი ნაწილის ტროტუარის გასწვრივ მწკრივში დარგული ხეებისა და ბუჩქების ზოლი. ნარგაობის დანიშნულებაა ქუჩის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ზაფხულის ჩრდილისაგან თავისი ჩრდილით დაიცვას ქუჩაში მოსიარულენი. ქუჩის სავალ ნაწილსა და ტროტუარს შორის ეწყობა ბუჩქოვანი მცენარეების, ყვავილების ან მწვანე მოლის ზოლი (გაზონი);
ჰ.ბ) შიდაკვარტალური ნარგაობა - ეწყობა მოსახლეობის სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები გასაუმჯობესებლად და შენობათა შორის მოქცეული მიწის ნაკვეთის მხატვრული გაფორმების მიზნით. დასახლების განაშენიანების ფართობის მიხედვით ეწყობა, ბავშვთა სათამაშო და სპორტული მოედნები და გართობა-დასვენების კუთხეები;
ჰ.გ) ბოტანიკური ბაღი და დენდროპარკი - მწვანე მასივში მცენარეები განლაგებულია მათი წარმოშობის სისიტებატური ან გეოგრაფიული ნიშნის მიხედვით და გათვალისწინებულია კულტურულ საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის მემცენარეობაში (მცენარეთა აკლიმატიზაცია, მცენარეთა სისტემატიკა, მცენარეთა გეოგრაფია, ბოტანიკა, დენდროლოგია და სხვა.);
ჰ.დ) ზოოლოგიური პარკი და ბაღი - მწვანე მასივში სპეციალურ ნაგებობებში მოთავსებული ცხოველთა სამყარო წარმომადგენლები, კულტურულ-საგანმანათლებლო და სამეცნიერო-საკვლევი ბაზა;
ჰ.ე) ტყე-პარკი - დასახლებულ ადგილების მოშორებით არსებული მწვანე მასივი. ტყე-პარკი განკუთვნილია დასვენებისა და სპორტისათვის;
ჰ.ვ) მწვანე ზოლი - დასალებული ადგილების ირგვლივ გაშენებული მწვანე ნარგაობა, ქარის დაცვის, ჰავის გაუმჯობესების და მოსახლეობის დასვენებისა და გართობის მიზნით.
ჰ.ზ) მოვლითი ჭრა ქალაქის გამწვანებაში - ქალაქის გამწვანებაში არსებული მწვანე ნარგავების ზრდა განვითარების და დეკორატიული მიზნით ჭრა;
ჰ.თ) დათვალიერების აქტი – მწვანე ნარგავების ინვენტარიზაცია და შესაბამისი მასალების მომზადება.
თავი II
მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის ღონისძიებე