1. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესის (შემდგომში – „წესი”) მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების ეკოლოგიური წონასწორობის, სახეობრივი შემადგენლობისა და ხარისხობრივი მდგომარეობის შენარჩუნების, მაღალპროდუქტიული კორომების ჩამოყალიბების, კლიმატური პირობების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული უარყოფითი ფაქტორების თავიდან აცილების უზრუნველსაყოფად მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის ღონისძიებათა ჩატარებისას წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების რეგულირება.
2. წესი განსაზღვრავს:
ა) მწვანე ნარგავების დაცვის, მოვლისა და აღდგენის წესს;
ბ) მოსაჭრელი ხეების უბნის გამოყოფის და ხეების მონიშვნის წესს;
გ) მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოების წესს.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აკრძალულია მწვანე ნარგავების მოჭრა, გარდა კანონით და ამ წესით დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა