1. ამ წესით გათვალისწინებულ ჭრას ანხორციელებს ა(ა)იპ „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრი“ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.
2. ამ წესით გათვალისწინებული ჭრა შეიძლება განახორციელოს სხვა ფიზიკურმა ან/და იურიდიულმა პირმა ხელშეკრულების ან/და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე.
3. დასკვნა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას:
ა) ექვემდებარება თუ არა ხე-მცენარე მოჭრას, გადაბელვას, სხვლა-ფორმირებას;
ბ) ხის კატეგორიას (სამასალე, ნახევრადსამასალე, საშეშე);
გ) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
დ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის - ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.
ე) მოჭრილი ხე-მცენარეების სავარაუდო მოცულობას (კბ.მ.) და განთავსების ადგილის ზუსტ მისამართს;
ვ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში –
მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ.