1. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისათვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);

ბ) ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის რაოდენობა, თითოეული მორის –
ჯიში (სახეობა), მორის სიგრძე, მორის დიამეტრი წვრილი ბოლოდან, ხოლო ხე-მცენარეების (მათ შორის, მწვანე ნარგავების) შემთხვევაში მათი ჯიში (სახეობა), რაოდენობა, ხე-მცენარეების დიამეტრი, რომელიც იზომება ფესვის ყელიდან 10 სმ-ის სიმაღლეზე.

გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში –

მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ;

2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისთვის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებას ექვემდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში ასევე სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-მცენარეები. ამ შემთხვევაში დაინტერესებული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისათვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა.

4. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მიერ ამ წესის საფუძველზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სპეციალური ჭრის განმახორციელებელი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე ხე-ტყის განთავსების ადგილი.

5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დადგენილი წესით ჭრის განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზ