1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე მცენარეების, მათ შორის კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისათვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარის ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილისა და მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდის შესახებ (მისამართის ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით);
ბ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემებს (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი).
2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარების, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა) მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსების ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება. ამასთან, სახერხ საამქროში შეტანის მიზნებისათის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა და სპეციალური ფირნიშიებით მარკირება ექვმდებარება აღნიშნული ხე-მცენარეებიდან (მათ შორის დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში, ასევე, სხვა ხილ-კენკროვანი სახეობიდან) მიღებული ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყე (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-მცენარეები. ამ შმთხვევაში დაინტრესებული პირი ვალდებულია დადგენილი წესით გადაიხადოს სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის დადგენილი მომსახურების საფასური და მიმართოს სააგენტოს.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობისორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა;
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ ამ წესის საფუძველზე განხორციელებული ჭრების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე ზე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორცილედება სპეციალური ჭრის განმახორციელებელი პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სადაც მითითებული უნდა იყოს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშის მიხედვით, ასევე ხე-ტყის განთავსების ადგილი.
5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება დადგენილი წესით ჭრის განხორციელების შესახებ შესაბამისი გადაწვეტილების საფუძველზ