1. ჭრით მიღებული მერქნული რესურსი შეიძლება დასაწყობდეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

2. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილ სპეციალურ სამუშაო ჯგუფი ან/და ამისათვის უფლებამოსილ პირს უფლება აქვს ჭრითმიღებული მერქნული რესურსი, როგორც სამასალე ასევე საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი ან/და ამისათვის უფლებამოსილი პირი.

4. ჭრით მიღებული ხე-მცენარეების ტრანსპორტირება მოხდეს საქართველო სტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესის შესაბამისად, „საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის(მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით.

5. ჭრას ახორციელებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრული ფიზიკური ან იურიდიული პირები, ხელშეკრულების საფუძველზ