1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსი (ფუნქცია დაკარგული მწვანე ნარგავები-საშეშე ან/და სამასალე მერქანი) წარმოადგენს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
3. სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული, ფუნქცია დაკარგული მწვანე ნარგავების მოპოვების შედეგად არსებული მერქნული რესურსი (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უსასყიდლოდ გადასცეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობას; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს; აგრეთვე, საქველმოქმედო მიზნით გადასცეს საქველმოქმედო პროფილის მქონე ორგანიზაციას ან სხვა არასამეწარმეო მიზნების მქონე იურიდიულ პირს.
4. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსის (ფუნქცია – დაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) (გასხვისების) გადაცემის წესი, მიმღები პირების კატეგორიები, აღნიშნული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ოქმი წარმოადგენს, სოციალურად დაუცველ პირთათვის მერქნული რესურსის გადაცემის საფუძველს.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სახელწოდება, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების განკარგვა ხდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესით.
7. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს გადასაცემი მერქნული რესურსის (ფუნქცია – დაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.თავი III
მწვანე ნარგავების აღრიცხვის უწყისის წარმოე