1.
ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსი (ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავები – საშეშე ან/და სამასალე მერქანი) წარმოადგენს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკუთრებას.

2.
ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ მიერ შეიძლება დასაწყობდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.

3.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავების მოპოვების შედეგად მიღებული მერქნული რესურსის (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე უსასყიდლოდ გადაცემა, მიზანშეწონილია განხორციელდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე, ლანჩხუთის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე, საქველმოქმედო პროფილის მქონე ორგანიზაციაზე, ეკლესია-მონასტრებზე, სტიქიური უბედურებებიდან დაზარალებულ ოჯახებზე (რომელთაც დაუზიანდა საცხოვრებელი ფართი), სხვა არასამეწარმეო მიზნით შემქნილ  ორგანიზაციებზე.

4.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი და განსაზღვროს ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული ან ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი, უკანონოდ მოპოვებული მერქნული რესურსის (ფუნქციადაკარგული მწვანე ნარგავების – საშეშე ან/და სამასალე მერქნის) (გასხვისების) გადაცემის წესი, მიმღები პირების კატეგორიები, აღნიშნული ქონების გასხვისებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურები. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ოქმი წარმოადგენს მერქნული რესურსის გადაცემის საფუძველს.

5.
ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის სახელწოდება, საქმიანობის წესი და უფლებამოსილებები განისაზღვრება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.

6.
ამ მუხლის პირველი პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების განკარგვა ხდება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  დადგენილი წესით.

7.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრი“ უზრუნველყოფს გადასაცემი მერქნული რესურსის (საშეშე ან/და სამასალე მერქანი) ტრანსპორტირებას და მისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას დასაწყობება