1. ამ წესით გათვალისწინებული ჭრების შედეგად მიღებული,ძირნაყარი,ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. ხულოს მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მწვანე ნარგავები/ხე-მცენარეები საშეშე/სამასალე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტით უსასყიდლოდ გადასცეს საქველმოქმედო საქმიანობის პროფილის მქონე იურიდიულ პირებს, მუნიციპალურ იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავების დასაწყობება ხდება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ტერიტორიაზე (ან სხვა მითითებულ ტერიტორიაზე) ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ანდა ჭრის განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, შესაბამისი მიღება- ჩაბარების აქტის საფუძველზე.
4. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ან/და კანონმდებლობით დადგენილი წესით ფიზიკური ან იურიდიული პირი უზრუნველყოფს მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.
5. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, რომლითაც განისაზღვრება ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში განთავსებული ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები ექვემდებარება თუ არა საშეშე/სამასალე მერქნად გამოყენებას, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური, გამგეობის შესაბამისი სამსახური მიღება-ჩაბარების აქტით, უსასყიდლოდ გადასცემს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოსახლეობას.
6. ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოს. სააგენტოსათვის გადაცემამდე ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახური უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვას.
7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურხის უფლებამოსილი პირი.
8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ – მომსახურების სააგენტოსთვის ჩამორთმეული იარაღების გადაცემამდე ზედამხედველობის განყოფილება უზრუნველყოფს ჩამორთმეული იარაღის (იარაღების) შენახვა