1. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავები წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ, შეიძლება დასაწყობდეს საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ადგილას.
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უფლება აქვს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მწვანე ნარგავები საშეშე მერქნად, მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე, უსასყიდლოდ გადასცეს საქველმოქმედო საქმიანობის პროფილის მქონე იურიდიულ პირებს ან ფიზიკურ პირებს, მათი სოციალური მდგომარეობის გათვალისწინებით, საკუთარი ინიციატივით ან/და გამგეობის შესაბამისი წერილობითი მომართვის საფუძველზე.
4. ჩამორთმეული ან/და ინსპექტირებისას გამოვლენილი უკანონოდ მოპოვებული მწვანე ნარგავების გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის უფლებამოსილი პირი.
5. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს გადასაცემი მწვანე ნარგავების ტრანსპორტირებას საამისოდ სპეციალურად გამოყოფილ ტერიტორიამდე.
6. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ინსპექტირებისას გამოვლენილი სამართალდარღვევის იარაღი (იარაღები) კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა საჯარო სამართლის იურიდიული პირს – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.
7. სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) გადაცემისას, მიღება-ჩაბარების აქტზე ხელს აწერს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის უფლებამოსილი პირი.
8. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსათვის გადაცემამდე ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია უზრუნველყოფს ჩამორთმეული სამართალდარღვევის იარაღის (იარაღების) შენახვა