1. მუნიციპალიტეტში მწვანე ნარგავების 1 წლამდე ვადით სპეციალურ ჭრაზე გადაწყვეტილებას საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის VI თავით დადგენილი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესის შესაბამისად  იღებს უფლებამოსილი ორგანო.

2. მუნიციპალიტეტში მწვანე ნარგავების 1 წელზე მეტი ვადით სპეციალურ ჭრაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის მთავრობა (შემდგომში – მთავრობა).

3. მწვანე ნარგავების სპეციალური ჭრის თხოვნით დაინტერესებული პირი განცხადებით მიმართავს უფლებამოსილ ორგანოს.

4. დაინტერესებული პირის განცხადებაში უნდა აღინიშნოს სპეციალური ჭრის აუცილებლობის მოტივაცია, მიზანი და ვადები. განცხადებას თან უნდა დაერთოს (მათ შორის ელექტრონული ფორმით):

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმისათვის – მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერი, ხოლო ფიზიკური პირისათვის – საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი; საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის – სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლი;

ბ) მწვანე ნარგავების მოჭრის აუცილებლობის დასაბუთება და ჭრის აღრიცხვის მასალები (ამ წესის დანართი №2-ის მიხედვით);

გ) ინფორმაცია სპეციალური ჭრისათვის შერჩეულ ფართობზე წითელი ნუსხით დაცულ მერქნიან მცენარეთა სახეობების არსებობის შესახებ.

5. სასაფლაოს ტექნიკური უსაფრთხოების მიზნით მწვანე ნარგავის ჭრა შესაძლებელია, შესაბამისი საქალაქო ან/და კერძო სასაფლაოს ადმინისტრაციის წერილობით გაცემული ცნობის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება მწვანე ნარგავის მდებარეობის და შენობა-ნაგებობის დაზიანების შესახებ ინფორმაცია.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი დოკუმენტების გარდა  უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია საჭიროებისამებრ დაინტერესებულ პირს მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტი.

7. ამ მუხლით დადგენილი წესით სპეციალური ჭრის განხორციელებისას, მერქნიანი მცენარეების ვარჯის ფორმირება ხორციელდება წინასწარი აღრიცხვის გარეშე და რესურსის ოდენობა დგინდება ფაქტობრივად დამზადებული მასის ან მოცულობის მიხედვ