1. მწვანე ნარგავების ფორმის არასასურველი განვითარების თავიდან ასაცილებლად, ასევე ხმელი და საშიში ტოტების მოცილების მიზნით ხორციელდება მწვანე ნარგავების სხვლა- ფორმირება.

2. მწვანე ნარგავების სხვლა-ფორმირებას უფლებამოსილი ორგანო ახორციელებს მხოლოდ მუნიციპალიტეტისა და მის ადმინისტრაციულ საზღვრებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე. სხვლა-ფორმირებას, ასევე, ახორციელებს შესაბამისი გამგეობა (საჭიროების შემთხვევაში კერძო საკუთრებაში  არსებულ ტერიტორიაზეც), ხელშეკრულების საფუძველზე ფიზიკური ან/და იურიდიული პირები კანონმდებლობით დადგენილი წესით ან მუნიციპალიტეტის მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირი.

3. მწვანე ნარგავების ფორმირება წარმოებს „მწვანე ნარგავების მოვლისა და სხვლა-ფორმირების წესის“ (დანართი 4–ის) შესაბამისა