1. სპეციალური ჭრა ხორციელდება შემდეგი მიზნებისათვის:

ა) შენობა-ნაგებობების (მათ შორის, საფლავის) ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების განხორციელებისა და წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისას;

გ) მილსადენების, გზების, კავშირგაბმულობისა და ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების მშენებლობისათვის, რეკონსტრუქციის, რეაბილიტაციის ან დემონტაჟისათვის;

დ) ჰიდროკვანძების, ხაზობრივი ნაგებობების, მათ შორის, რკინიგზის ხაზების ან ტრამვაის რელსების, საჰაერო-საბაგირო გზის, ფუნიკულიორის, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციების, არხების  უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის.

ე) საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობის  მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და რეაბილიტაციისთვის.

2. სპეციალური ჭრის შედეგად მიღებულ მერქნული რესურსის განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი გამგეობის მიერ, ამ წესის 26-ე მუხლის შესაბამისად.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის შენობა-ნაგებობების ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა გულისხმობს მათი ფასადების, სახურავების, საძირკველის ან/და შიდა პერიმეტრის დაცვას ისეთი დაზიანებისაგან, რომელმაც შემდგომში შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ შენობა-ნაგებობით სარგებლობა