1. ამ წესის შესაბამისად წარმოქმნილი მერქნული რესურსისა და ბაღის/პარკის ნარჩენების განლაგება ან გადაცემა ხდება უფლებამოსილი ორგანოს ან შესაბამისი რაიონული გამგეობის მიერ.
2. უფლებამოსილი ორგანო ან რაიონული გამგეობა უფლებამოსილია მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი, საკუთარი ინიციატივით ან/და მოსახლეობის მოთხოვნით, უსასყიდლოდ გადასცეს შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, აგრეთვე მოთხოვნის შემთხვევაში საჯარო სკოლებსა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ საბავშვო ბაღებს მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე.
3. უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილებით, მის სარგებლობაში არსებული მერქნული რესურსი და ბაღის/პარკის ნარჩენები, შემდგომი განკარგვის უფლებით, შესაძლებელია გადაეცეს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირს.
4. „დედაქალაქის საკურორტო-რეკრეაციული ინფრასტრუქტურის განვითარების და მნიშვნელოვანი სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ქ. თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე სახელმწიფო ტყის ფონდის კუთვნილი ფართობების (8106.9 ჰა) სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხვის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №1070 განკარგულებით განსაზღვრულ ტერიტორიაზე მოპოვებული საშეშე მერქნის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის გადაცემის შემთხვევაში ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლის გადახდა ხორციელდება დაინტერესებული მხარის ან/და თვითმმართველი ერთეულის მიერ, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესი