1. ტყითსარგებლობის უფლების, აგრეთვე მერქნული რესურსის, მერქნიანი მცენარეების პროდუქტების, ტყის არამერქნული რესურსის საკუთრებაში გაცემა ტყის მართვის ორგანოს მიერ ხორციელდება ელექტრონული აუქციონის ფორმით, მერქნული რესურსი ამ წესის შესაბამისად ასევე შეიძლება გაიცეს – პირდაპირი მიყიდვის ფორმით, ხოლო ხეტყის ნარჩენი გაიცემა მხოლოდ პირადპირი მიყიდვის ფორმით. მერქნული რესურსის, ასევე ხეტყის ნარჩენის საკუთრებაში გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს ტყის მართვის ორგანოს მიერ სპეციალურად მოწყობილი ადგილებიდან. ტყის მართვის ორგანო უფლებამოსილია, მერქნული რესურსის, ასევე, ხეტყის ნარჩენის დასაწყობების მიზნით, სპეციალური ადგილები, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, მოაწყოს მის მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე.
2. ამ თავის მიზნებისათვის მერქნული რესურსია ტყის საზღვრის კორექტირებით ამორიცხულ ფართობებზე განხორციელებული ჭრების, ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში განხორციელებული სპეციალური სარგებლობის ჭრებისა და სააგენტოს /სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ განხორციელებული სამეურნეო და მოვლითი ჭრების შედეგად დამზადებული მერქნული რესურსი, აგრეთვე სატყეო გზის მოწყობისას, რეაბილიტაციისას/რეკონსტრუქციისას მოჭრილი მერქნული რესურსი, ტყითმოსარგებლის ან/და ლიცენზიატის ტყითსარგებლობის ვადის ამოწურვის (ასევე ტყეკაფის ვადის გასვლით ტყეკაფის გაუქმების) ან შეწყვეტის შემდეგ ტყიდან მოჭრილი და გამოუზიდავი მერქნული რესურსი, ძირნაყარი, მოვლითი ჭრებით მიღებული მერქნული რესურსი (მათ შორის ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის მფლობელის მიერ მოვლითი ჭრით მიღებული ის მერქნული რესურსი, რომლის მოპოვებაც ხეტყის დამზადების სპეციალური ლიცეზიით არ არის გათვალისწინებული), ასევე ტყის მართვის ორგანოსთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული მერქნული რესურსი.
3. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე განხორციელებული ჭრებისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრების შედეგად მოპოვებული მერქნული რესურსი, ასევე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში ტყითსარგებლობაში ელექტრონული აუქციონის ფორმით გაცემისას გამოიყენება ამ თავით დადგენილი შესაბამისი პროცედურები.
4. სასოფლო-სამეურნეო, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი, თევზის მეურნეობის ან/და სამონადირეო მეურნეობის მოწყობის, ცხოველთა თავშესაფრისა და სანაშენის მოწყობის, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსების, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნით ტყითმოსარგებლე უფლებამოსილია, სარგებლობის ობიექტი სარგებლობაში გადასცეს სხვა პირს მთლიანად, მხოლოდ სარგებლობის იმავე პირობებით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლების გამსხვისებელი ვალდებულია, შესაბამისი დოკუმენტები წარუდგინოს ტყის მართვის ორგანოს, რომელიც ვალდებულია, ტყითსარგებლობის ხელშეკრულებაში შეიტანოს შესაბამისი ცვლილებები, რომელიც ძალაში შედის მხოლოდ მხარეთა მიერ ხელმოწერის მომენტიდან. საჯარო რეესტრში ამ ცვლილების რეგისტრაციას უზრუნველყოფს ახალი ტყითმოსარგებლ