1. ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის  ჭრის, ასევე ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ან/და თუ რესურსს გაუვიდა გამოზიდვის ვადა,  ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, ტყის მართვის ორგანოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 მ3 მერქნულ რესურსზე 3 ლარი და ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც ტყის მართვის ორგანო უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლის გადარიცხვას, კომპენსაციის სახით, 1 მ3 მერქნულ რესურსზე 3 ლარის საკუთარ ანგარიშზე ასახვას, ხოლო დარჩენილი თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვას.

2. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტყით სპეციალური სარგებლობის ფარგლებში სპეციალური სარგებლობის ჭრის, ასევე, ტყიდან ამორიცხულ ტერიტორიაზე ჭრების განხორციელებისას, თუ ობიექტური და დადასტურებადი გარემოებები (მათ შორის, რელიეფის გამო გამოზიდვის შეუძლებლობა, ქურდობა) არ იძლევა საშუალებას, რომ მოჭრილი მერქნული რესურსი გამოტანილ და დასაწყობებულ იქნეს სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე, ჭრის განმახორციელებელი ვალდებულია, სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხოს: კომპენსაციის სახით, 1 (ერთი) კუბ. მ მერქნულ რესურსზე 3 ლარი და ამ წესის №6 დანართის №1 ცხრილით დადგენილი თანხა, საიდანაც სსიპ – აჭარის სატყეო სააგენტო უზრუნველყოფს კომპენსაციის სახით, 1 მ3 მერქნულ რესურსზე 3 ლარის  საკუთარ ანგარიშზე ასახვას, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ბიუჯეტში – „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის პირველი კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებლისა და დარჩენილი თანხის გადარიცხვა