ამ წესის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მერქნული რესურსის აუქციონის წესით გაცემისას (გარდა სახელმწიფო ტყის საზღვრებს გარეთ მოჭრილი რესურსისა):

ა) I-II ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის I კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი; მიღებული მორის  III-IV ხარისხის მრგვალი ხეტყისათვის (მორისათვის) – იმავე ცხრილის შესაბამისი ჯგუფის II კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

ბ) ბოძისთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის III კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი, ხოლო სარისთვის და ჭიგოსთვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელი;

გ) საშეშე მერქნული რესურსისათვის გადახდილი უნდა იქნეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტში მოყვანილი ცხრილის მიხედვით ტყის მერქნიან სახეობათა შესაბამისი ჯგუფის IV კატეგორიისათვის დადგენილი მოსაკრებელ