1. სახელმწიფო ტყის მართვის ორგანოს მიერ გაწეული მომსახურების სახეებია:
ა) ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემა;
ბ) ტყითსარგებლობის მიზნით ობიექტისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
გ) ტყითსარგებლობის მიზნებისთვის ტყის საზღვრებში არსებული ან/და მის საზღვრებს გარეთ მიწის ნაკვეთის შესახებ ინფორმაციის მომზადება:
გ.ა) მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის მომზადება;
გ.ბ) მიწის ნაკვეთის სატაქსაციო დახასიათება;
გ.გ) აბრისი ან/და სიტუაციური გეგმის მომზადება;
გ.დ) მერქნული რესურსის აღრიცხვა;
დ) ტყეკაფის მონიშვნა, გარდა სოციალური ტყეკაფისა;
ე) ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემა;
ვ) სპეციალური ფირნიშის გაცემა;
ზ) ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება;
თ) საშეშე მერქნული რესურსის დაპობა-დაჩეხვა.
ი) ამ წესის 78-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მერქნული რესურსის ტრანსპორტირება;
კ) ტყით სპეციალურ სარგებლობაში გამოყოფილ ფართობებზე, შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სპეციალური სარგებლობის ჭრების განხორციელება;
ლ) სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე (გარდა იმ მიწის ნაკვეთისა, რომელიც ხვდება სახელმწიფო ტყის საზღვრებში, დაცულ ლანდშაფტში ან მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე) და სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო ტყის ამორიცხულ ტერიტორიაზე (მათ შორის, სახელმწიფო ტყის საზღვრის კორექტირების შედეგად სახელმწიფო ტყის საზღვრების გარეთ დარჩენილ ტერიტორიაზე) შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ჭრების განხორციელება;
მ) სატყეო გზების პროექტირება, მოწყობა/რეაბილიტაცია;
ნ) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების დოკუმენტის გაცემა;
ო) ტყის არამერქნული რესურსების, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების უფლების არსებობის შესახებ ცნობის გაცემა;
პ) ენტომოლოგიური/ფიტოპათოლოგიური მომსახურების გაწევა;
ჟ) ტყის აღდგენა-გაშენების, პლანტაციური მეურნეობების პროექტების მომზადება;
რ) ტყის სპეციალური გამოკვლევის ჩატარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „დ“, „ე“, „ვ“, „თ“, „ლ“, „მ“, „ო“, „პ“, „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების სახეები არ ვრცელდება დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყის მართვის ორგანოებზე (გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების