1. თუ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობა იმავდროულად საჭიროებს განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებას, საქმიანობის განმახორციელებელი უფლებამოსილია, გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს დაურთოს ამ წესის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია, რომელიც გამიჯნული იქნება ტყის მართვის ორგანოების სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, ტყითსარგებლობის უფლება საქმიანობის განმახორციელებელს ენიჭება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემასთან ერთად. ამ პუნქტით დადგენილი წესით მიღებული ტყით სპეციალური სარგებლობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება ძალაშია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შემდეგ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ტყით სპეციალური სარგებლობისთვის საკომპენსაციო და/ან შემარბილებელი ღონისძიებები, ტყის მართვის ორგანოსთან შეთანხმების საფუძველზე, დგინდება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით. საკომპენსაციო ღონისძიებების ბენეფიციარს წარმოადგენს შესაბამისი ტყის მართვის ორგან